ჰუმანიტარული ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მერაბ ხვლედიანი, სასემინარო თემა: ქართული
ანთროპონიმული ლექსიკის რუსულ ენაზე გადატანის პრობლემისათვის, 28 ივნისი, 2019 წელი
15 ივლისი 2019 წელი
სემინარზე საუბარია რუსულ ენაში ქართული სახელებისა და გვარების გამოყენებაზე. მომხსენებელი ცდილობს გამოავლინოს რუსულენოვან ტექსტებში ქართული ანთროპონიმების გამოყენების ნორმათა ფორმირების კანონზომიერებანი.
დაკვირვებამ გამოკვეთა ორი ტენდენცია: 1) პრაგმატული, რომელიც მომდინარეობს მსესხებელი ენის წარმომადგენლებისაგან და რომელიც გვთავაზობს უცხოენოვანი ანთროპონიმების ათვისების ყველაზე ნაყოფიან გზას რუსული ენის შესაძლებლობების ფარგლებში; 2) პურისტული, რომელიც მომდინარეობს თვით ანთროპონიმების მატარებლებისაგან და რომელიც მოითხოვს ანთროპონიმების ფონეტიკური და გრამატიკული სახის მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემას მსესხებელი ენის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.
ავტორის აზრით დასმული პრობლემა დღემდე საკამათო და გადაუწყვეტელია.