სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: მუსტაფა ქემალ ათათურქის შეხედულება თურქულ ნაციონალიზმზე. პროფესორი ემზარ მაკარაძე. 26 მარტი, 2019 წელი. 10 საათი, 52-ე აუდიტორია.

მუსტაფა ქემალ ათათურქი (1881-1938) თურქეთისათვის არა მარტო გუშინდელი დღეა. ამ პიროვნებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ქვეყნის დღევანდელობა და მომავალი. თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი მოწყობის ოფიციალური დოქტრინა რესპუბლიკის დამაარსებლის, დიდი რეფორმატორის, ქემალ ათათურქის პრინციპებს ეყრდნობა და თურქეთში ქემალიზმის სახელითაა ცნობილი (რესპუბლიკანიზმი;  ლაიციზმი;  ხალხოსნობა,  ეტატიზმი, რევოლუციონიზმი და ნაციონალიზმი).

ნაციონალიზმი (Milliyetçilik) _ კაცობრიობის ახალი და უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  მოვლენაა.  XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისს „ნაციონალიზმის ეპოქას“ უწოდებდნენ.

ქემალიზმის იდეოლოგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ნაციონალიზმია, რომელიც თურქეთში ოფიციალური პოლიტიკის რანგშია აყვანილი და დაფიქსირებულია კონსტიტუციაში - „ათათურქისეული ნაციონალიზმის“ სახელით. მაგრამ, თურქული ნაციონალიზმი ერთგვაროვანი არაა. მისი სხვადასხვა ფორმის წარმოშობა-განვითარების შესწავლა და ჯეროვნად გათვალისწინება შესაძლებლობას იძლევა არამარტო გაარკვიოს თურქეთის წარსული და აწმყო, არამედ განჭვრიტოს მისი შესაძლო მომავალი.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა