სემინარები

ედაგოგიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე წარმოადგენს სემინარს: `პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისთვის მასწავლებელთა მზაობის პრობლემა" სემინარი ჩატარდება 19 ივნისს, 12:00 საათზე, ბსუ-ს I კორპუსში, მესამე სართულზე, N50 აუდიტორიაში.

,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენი­ლების თანახმად, კვლავ აქტუალურ საკითად რჩება პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. კერძოდ:

  • ,,წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალ­დებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტა­ტუსის მისა­ნი­­ჭებლად უფროსი მასწავლებელი (ა)) ახორციელებს პედაგოგი­ური პრაქ­ტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებს კოლეგებს (2 კრე­დიტქულა);..."
  • ,,წამყვანი მასწავლებელი მენტორის სტატუსის მისანიჭებლად ვალდებულია და­აგ­როვოს 5 კრედიტქულა. მენტორის სტატუ­სის მისანიჭებლად წამყვა­ნი მასწავ­ლე­­­ბე­ლი (ბ)) ახორ­ციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე­­ბის საჭირო­ე­ბე­ბის კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შე­ხვედ­რას კო­ლეგე­ბისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა)...“

აღნიშნულმა აქტივობამ, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სტატუსის ამაღლების გარდა, ხელი უნდა შეუწყოს სკოლაში სასწავლო გარემოს მოწესრიგებას, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლის აკა­დე­მიური მოსწრების შედეგების გაუმჯობესებას და ა. შ. საკვლევი პრობლემა მკვლევარ პედა­გოგს შეიძლება უკარნახოს, მაგალითად, პირადმა გამოცდილებამ, სკოლაში არსებულმა სიტუაციამ ან გა­ნათლების სისტემაში არსებულმა გამოწვევებმა. ბუნებრივია, კვლევას უნდა ჰქონდეს პრაქტიკული ღირებულება და შედეგებმა რაიმე სახის სარგებელი უნდა მოუტანოს მკვლევარს, კოლეგებს, სკოლას და პირველ რიგში, თავად მოსწავლეს.

რამდენად მზად არიან მასწავლებლები პედაგოგიური კვლევის დასაგეგმად და განსახორციელებლად, რამდენად შეუძლიათ საკვლევი პრობლემის სწორად შერჩევა და იმის წინასწარ განსაზღვრა, აქვთ თუ არა ამ კონკრეტული კვლევის განსახორციელებლად საკმარისი რესურსი, რამდენად შეუძლიათ კვლევის შედეგების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. აღარაფერს ვამბობთ კვლევის პროცესის დასკვნით ეტაპზე - კვლევის საბოლოო გაფორმებასა და პრეზენტაციაზე, რომელიც მასწავლებლისაგან დამატებით უნარებს მოითხოვს.

პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა მზად არაა პედაგოგი­უ­რი პრაქტიკის კვლევის განსახორციელებლად. აღნიშნულის ძირითად მიზეზად საგან­მანათლებლო პროგრამებში კვლევითი კომპონენტის სიმწირე ან არარსებობა მოიაზრება. თავად მასწავლებელთა ნაწილი ერთ-ერთ პრობლემად კვლევის დაგეგმვის მიმართულებით გამოცდილების სიმწირეს, ნაწილი კი - განხორციელებული კვლევის სამომავ­ლო პერსპექტივის უქონლობას მიიჩნევს. მასწავლებელთა მიერ სახელდება სხვა არგუმენ­ტი­რებული მიზეზებიც.

საკითხისადმი მასწავლებელთა დამოკიდებულების მიუხედავად, მისი საჭიროე­ბი­დან გამომდინარე, უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც სახელმწიფოს მიერ უზ­რუნ­ველყოფილ ტრენინგებთან ერთად, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა კვლევითი კომ­პე­ტენციის ამაღლებას და დაეხმარება მათ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლე­ვის ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელებაში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა