ბიბლიური სწავლების საფუძველზე გაანალიზებულია ქრისტიანული თავისუფლების არსი - ადამიანური და ღვთაებრივი თავისუფლების ჰარმონიის აუცილებლობის მნიშვნელობა.
არის იმის დასაბუთების მცდელობა რომ ბაზრის „უხილავი ხელის“ კონცეფცია ა. სმიტის მიერ გააზრებულია თავისუფლების ქრისტიანული გაგების ანალოგიით: პიროვნულ თავისუფლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა მხოლოდ მაშინ აღწევს წარმატებას და საზოგადოებრივ კეთილდღეობას, როცა ეკონომიკური აგენტები სრულფასოვნად აცნობიერებენ ბაზრის „უხილავი ხელისადმი“ ნებაყოფლობითი მორჩილების აუცილებლობას.

უკან |