სემინარები

ქართული ავტოქთონული ვაზის ჯიშისა და მისგან წარმოებული ღვინის ქიმიური კვლევა ინსტრუმენტული მეთოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე. 15 ივლისი აუდიტორია 28

საქართველოს მეღვინეობის ქვეყანაა,  სხვადასხვა რეგიონის ზონებში ყურძნისა და ღვინის ხარისხობრივ მაჩვენებლებს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯიშობრიობას, მაგრამ არანაკლებ  მნიშვნელოვანია  ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორი, ნალექების რაოდენობა და ჰაერის ტემპერატურა.  ნიადაგურ – კლიმატური ფაქტორი ასახვას პოვებს, როგორც ყურძნის, ასევე მისგან დაყენებული ღვინის ქიმიურ შედგენილობაზე.  ყურძნის ფენოლური ნაერთები და მათი გარდაქმნის პროდუქტები აქტიურ მონაწილეობას იღებს ღვინის ჩამოყალიბებაში.   ფენოლურ ნაერთებს მრავალმხრივი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნიათ,  მათ შორის კარდიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენული მოქმედება, რაც განპირობებულია მათი ანტიოქსიდანტური თვისებებით. რადგანაც ინტერესი ქართული ღვინოებისადმი სწრაფად იზრდება, შესაბამისად იზრდება ღვინის მწარმოებილი ქარხნების რაოდენობაც და ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები, რომელიც გადამუშავებული ყურძნის 20% შეადგენს, არის ფასეული ნედლეული ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მისაღებად.

სამუშაოს მიზანია საქართველოს ავტოქთონური წითელი  ვაზის ჯიშების ყურძნისაგან  დაყენებული ღვინის ფენოლურ ნაერთთა  გამოყოფა და იდენტიფიკაცია მაღალწნევიანი სითხური ქრომატოგრაფიის (მასსპექტრალური დეტექტირება) მეთოდით; ფენოლურ ნაერთთა რაოდენობრივი შემცველობისა და ანტიოქსიდანტური აქტივობის დადგენა; ყურძნის  წიპწიდან შესწავლა და მისგან მაღალი ანტიოქსიდანტური აქტიურობის საკვებ-პროფილაქტიკური დანიშნულების ბიოფლავონოიდური პროდუქტის მიღება.

გამოყენებული მეთოდები:1. საერთო ფენოლების რაოდენობრივი განსაზღვრა Folin-Ciocalteu-ს რეაგენტით.2. 3H2O • P2O5 • 14WO3 • 4MoO3 • 10H2O საერთო ფლავონოიდების რაოდენობრივი განსაზღვრა AlCl3 -ის რეაქტივით სპექტრალური მეთოდით.3.ლეიკოანტოციანების რაოდენობრივი განსაზღვრა სპექტრალური მეთოდით.4. ჯამური მონომერული ანტოციანების განსაზღვრა pH დიფერენცირებული მეთოდით.5ანტიოქსიდანტური აქტივობის განსაზღვრის DPPH მეთოდი.6.ნაერთთა კვლევის ქრომატოგრაფიული მეთოდები - კვლევისათვის გამოყენებულ იქნა მაღალი წნევის ქრომატოგრაფიული და მას დეტექტირების მეთოდი.7. ზეკრიტიკული სუპერ ფლუიდური ექსტრაქცია.

დასკვნები:1ვაზის წითელყურძნიანი ჯიშების ალექსანდროულის, მუჯურეთულის, საფერავის, ოცხანური საფერეს და ოჯალეშის ყურძნიდან დაყენებულ   ღვინოში  იდენტიფიცირებულია 9 ანტოციანი: დელფინიდინ-3-O-გლუკოზიდი, ციანიდინ-3-O-გლუკოზიდი, პეტუნიდინ-3-O-გლუკოზიდი, პეონიდინ-3-O-გლუკოზიდი, მალვიდინ-3-O-გლუკოზიდი, პეონიდინ-3-O-აცეტილ გლუკოზიდი, მალვიდინ-3-O-აცეტილგლუკოზიდი, პეონიდინ-3-O-კუმარილგლუკოზიდი და მალვიდინ-3-O-კუმარილგლუკოზიდი. ყველა ნიმუშში რაოდენობრივად დომინანტობს მალვიდინ-3-0-გლუკოზიდი.

2.ვაზის წითელყურძნიან ჯიშების (ალექსანდროული, უსახელაური, ძველშავი, მუჯურეთული, ოჯალეში, კაბისტონი, კაჭიჭი, ტოლის საფერე, ოცხანური საფერე და საწურავი) ნაყოფებში საერთო ფენოლების, კატექინების და ფლავონოლების მაქსიმალური რაოდენობა გროვდება ტოლის საფერეში, შესაბამისად 3112.71, 655.96 და 609.1 მგ/კგ, ხოლო მინიმალური რაოდენობა - ძველშავში, შესაბამისად 1647.43, 420.47 და 491.0 მგ/კგ. ამავე ჯიშებიდან დაყენებულ ღვინოებში საერთო ფენოლების, კატექინების და ფლავონოლების შემცველობით ასევე გამორჩეულია ტოლის საფერე, შესაბამისად 4139.6, 594.5 და 778.8 მგ/ლ. 

3. წითელი ღვინის ნიმუშებში  ანტოციანების რაოდენობრივი შემცველობა განსხვავებულია და იცვლება ყურძნის ჯიშის მიხედვით.

4.დადგენილ იქნა სპექტრალური მეთოდებით: ოჯალეშის, ალექსანდროულის, ტოლას საფერეს, მუჯურეთულის, კაბისტონი შავის, ოცხანური საფერეს, ძველშავის და ჩხავერის ყურძნის წიპწაში (არაფერმნტირებული, ფერმენტირებული) ფენოლური ნაერთების, ფლავონოიდების, ფლავან-3-ოლების და ლეიკოანტოციანების რაოდენობრივი შემადგენლობა. ამ ნაერთების მაღალი შემცველობით გამოირჩეოდა ოცხანური საფერე, ტოლას საფერავი, მუჯურეთული და ძველშავი.

5. განსაზღვრულია ოჯალეშის, ალექსანდროულის, ტოლას საფერეს, ოცხანური საფერეს, მუჯურეთულის, კაბისტონი შავის, ძველშავის და ჩხავერის  ჯიშის ყურძნის ჭაჭაში (არაფერმნტირებული, ფერმენტირებული) ფენოლური ნაერთების, ფლავონოიდების ფლავან-3-ოლების და ლეიკოანტოციანების რაოდენობრივი შემადგენლობა სპექტრალური მეთოდით.  ნაერთების მაღალი შემცველობით გამოირჩევა ოცხანური საფერე, ტოლას  საფერავი და ძველშავი.

6. განსაზღვრულია DPPH მეთოდით ოჯალეშის, ოცხანური საფერეს, ალექსანდროულის, მუჯურეთულის, კაბისტონის, ძველშავის ტოლას საფერეს და ჩხავერის ყურძნის წიპწის და ჭაჭის (არაფერმენტირებული და ფერმენტირებული) ანტიოქსიდანტური აქტივობა.

7.მიღებულ იქნა სუპერფლუიდური CO2 ექსტრაქციით ყურძნის ჭაჭიდან (ფერმენტირებული და არაფერმენტირებული) ჰიდროფილური ექსტრაქტი, დადგენილ იქნა ექსტრაქციის პროცესის პარამეტრები:  წნევა 250 ბარი, ტემპერატურა - 40 0C, CO2 მიწოდების სიჩქარე 2 კგ/სთ, ექსტრაქციის ხანგრძლივობა 4 სთ, კოსოლვენტი 20% ეთილის სპირტი ნახშირორჟანგთან მიმართებაში.

8.იდენტიფიცირებული იქნა ულტრამაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფით და მას-დეტექტირებით წიპწის ჰიდროფილურ ექსტრაქტში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, კარბომჟავები: გალის, ლიმონის, სირინგის მჟავა, გალის მჟავას გლუკოზიდი;  ფლავან-3-ოლებიდან: კატექინი, ეპი-კატექინი, ეპი-კატექინ გალატი; ფლავონოლებიდან - კვერცეტინ 3-რამნოზიდი, პოლიმერებიდან - პროანტოციანის დიმერი და  ტრიმერი.

9. განსაზღვრულია სპექტრალური მეთოდით არაფერმენტირებული და ფერმენტირებული წიპწიდან მიღებულ ჰიდროფილურ ექსტრაქტში ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების რაოდენობრივი შემცველობა: ფენოლური ნაერთების საერთო რაოდენობა - 4468 მგ (არაფერმენტირებულში), 1163 მგ (ფერმენტირებულში), ფლავან-3-ოლები - 2213 მგ (არაფერმენტირებულში),  1008 მგ (ფერმენტირებულში), ლეიკოანტოციანები -1235 მგ (ფერმენტირებულში), 846 მგ (არაფერმენტირებულში) 100 გ მშრალ მასაზე გადაანგარიშებით.

10.  ვაზის წითელყურძნიან ჯიშების (ალექსანდროული, უსახელაური, ძველშავი, მუჯურეთული, ოჯალეში, კაბისტონი, კაჭიჭი, ტოლის საფერე, ოცხანური საფერე და საწურავი) ნაყოფებში საერთო ფენოლების, კატექინების და ფლავონოლების მაქსიმალური რაოდენობა გროვდება ტოლის საფერეში, შესაბამისად 3112.71, 655.96 და 609.1 მგ/კგ, ხოლო მინიმალური რაოდენობა - ძველშავში, შესაბამისად 1647.43, 420.47 და 491.0 მგ/კგ. ამავე ჯიშებიდან დაყენებულ ღვინოებში საერთო ფენოლების, კატექინების და ფლავონოლების შემცველობით ასევე გამორჩეულია ტოლის საფერე, შესაბამისად 4139.6, 594.5 და 778.8 მგ/ლ.

11.წითელი ღვინის ნიმუშებში  ანტოციანების რაოდენობრივი შემცველობა განსხვავებულია და იცვლება ყურძნის ჯიშის მიხედვით.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა