სემინარები

მმართველობითი ანგარიშგება, მისი შედგენისა და წარდგენის პრობლემური საკითხები, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტი, ბესიკ ბაუჩაძე,

2016 წლის 8 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი მიიღო, რომლის მიზანს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა ,,ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევრიკავშირის აქტებთან დაახლოება წარმოადგენს. კანონმა მმართველობითი ანგარიშგების მომზადებასა და წარგენაზე ახალი სამართლებრივი მოთხოვნები შემოიღო. კანონის მოთხოვნები ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი დაინტერესების (შემდგომში სდპ) და  პირველი და მეორე კატეგოერიების საწარმოებმა 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისათვის და შემდგომ პერიოდებში  უნდა შეასრულონ, ხოლო თუ სუბიექტს საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა საანგარიშგებო წელს - იმ საანგარიშგებო პერიოდისათვის, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება.  კანონით განსაზღვრიული ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის, სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგების კანონთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და უდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. ანგარიშგების მიზანია დაინტერესებულ პირებს სუბიექტის საქმიანობასთან, განვითარებასა და მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცნობის საშუალება მისცეს, რითაც შეძლებენ სუბიექტის სამომავლო  და ძირითადი პერსპექტივების, ძირითადი რისკების სამომავლო   და ძირითადი რისკების შეფასებას. 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა