სემინარები

სემინარის თემა: "ხილის შრობა". აგროტექნოლოგიისა და აგროინჟინერიის დეპარტამენტის ასისტანტ პროფესორი ინგა გაფრინდაშვილი. ჩატარების დრო და თარიღი : 1 ივნისი 2021 18:00

შრობა  კვების  პროდუქტების  დაკონსერვების  ერთ-ერთი   ძირითადი ფიზიკური მეთოდია. იგი  უზრუნველყოფს  მალფუჭებადი  პროდუქტების გადაყვანას  ხანგრძლივი  შენახვის  მდგომარეობაში,რასაც მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთელი წლის  განმავლობაში  მოსახლეობის  მაღალი კვებითი  ღირებულების   და  საუკეთესო  გემოვნებითი  თვისებების  მქონე ხილითა და ბოსტნეულით  მომარაგების  საქმეში.  შრობის შედეგად  პროდუქტის (ჩირი) მოცულობა  მცირდება 3-5-ჯერ, კიდევ  უფრო კლებულობს მისი წონა, რის შედეგადაც  მნიშვნელოვნად  მცირდება მოთხოვნები ტარაზე, სატრანსპორტო საშუალებებსა  და სასაწყობო  სათავსებზე; მშრალი  პროდუქტები  საკვებ  ნივთიერებებს  შეიცავს კონცენტრირებული სახით და არ მოითხოვს შენახვის  განსაკუთრებულ  პირობებს.   შრობის   ობიექტი შეიძლება იყოს ნედლეული, ნახევარფაბრიკატი ან მზა პროდუქტი. შრობა გულისხმობს მასალისაგან ყოველგვარი სითხის მოცილებას, გაუწყლოება კი -ტენის  მოშორებას. ვინაიდან კვების პროდუქტში ტენი ძირითადად წყლის სახითაა, შრობა და   გაუწყლოება  იდენტურ  ხასიათს  ატარებს, მასალას  აშრობენ სხვადასხვა მიზნით წონის შესამცირებლად,საკვები ნივთიერების კონცენტრირებისათვის, თბოუნარიანობის ამაღლების(სათბობში) შენახვის უნარიანობის  გადიდებისათვის  და სხვა.

ჩემს   მიზანს   წარმოადგენდა     შემესწავლა  შრობის   პარამეტრები  ხილისა  რომლის  გამოშრობას  ვახდენდით  zefira-max –is   დანადგარში, სადაც  შრობა   მიმდინარეობს  უსაფრთოდ მზის  ენერგიის საშუალებით    და გაცილებით  კარგი შედეგია, ვიდრე  შრობა  კონვექციურ  საშრობ  დანადგარში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა