სემინარები

სემინარის თემა: "მარტივიდან რთულისკენ ტექნიკის დანერგვა ინგლისური ენის სწავლებაში". ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ქათამაძე. სემინარი ცატარდება 2021 წლის 4 ივნისს, 18: 00 საათზე

სწავლების  განვითარებამ 21-ე საუკუნის პირველ ნახევარში ახალი ცვლილებები და გამოწვევი  მოიტანა, რამაც ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია განათლებაზეც. მთავარი მიღწევა  სწავლებისა და სწავლის პროცესში ინოვაციების დანერგვაა. ამ სტატიის მიზანია გამოავლინოს სკაფოლდინგის(მარტივიდან რთულისკენ) ეფექტურობა, ერთ-ერთი ახალი ტექნიკა სწავლებისა და სწავლის პროცესში.  თანამედროვე მეთოდების გამოყენება სწავლა სწავლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სასურველი შედეგის მიღწევისათვის. სტატიაში განხილულია ახალი ტექნიკა და მოცემულია აქტივობები, რომლებიც გვეხმარება სტუდენთა მოტივაციის ამაღლებაში და ინგლისური ენის  დაუფლებაში, უფრო ზუსტად, ყურადღება გამახვილებულია თუ როგორ შეიძლება შევამოწმოთ ცოდნა კრეატიულად. აღწერილი აქტივობები სტუდენტებში სოციალური და ემოციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, ზრდის მათ შემოქმედებითობას, ფანტაზიის უნარს, პროდუქტულობას და თავდაჯერებულობას. წარმოდგენილი  ნაშრომი კიდევ ერთი ცდაა დეტალურად შეისწავლოს თანამედროვე მეთოდების ეფექტურობა და მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით დასკვნაში ანზოგადებს  მის დადებით  მხარეებს.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა