სემინარები

სემინარის თემა: „გაზომვების მეთოდების შემმუშავებელი ამერიკული საზოგადოების (ASTM) ზოგიერთი სტანდარტული ანალიზის მიმოხილვა“. ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დავით ჩხაიძე, ასისტენტ პროფესორი მადონა ლორია. სემინარი ჩატარდება - 07.06.2021; 17.00სთ

ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტერმინალზე შემოტანის, შენახვისა და გატანის ტექნოლოგიური ოპერაციების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქტის ხარისხისა და რაოდენობის შენარჩუნებას, მათ ეფექტურ კონტროლსა და სერთიფიცირებას.

ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ხარისხს  ძირითადად განსაზღვრავენ ისეთი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები, როგორებიცაა: სიმკვრივე, მჟავური რიცხვი, ნავთობპროდუქტების ფერი, კოროზიულობის მაჩვენებელი და სხვ.

ნავთობპროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ასევე აქტუალური გახადა ნავთობპროდუქტების დანაკარგებთან ბრძოლა. მეორეს მხრივ ნავთობის გადამუშავებით მიღებული საწვავის სახეები და სხვა პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს.

წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია საერთაშორისო ASTM სტანდარტის  ზოგიერთი ძირითადი მეთოდის ანალიზის განახლებული მიმოხილვა. მარტივად და გასაგები ენით აღწერილია პროდუქტის ხარისხის განმსაზღვრელი მეთოდების შინაარსი და წარმოდგენილია ილუსტრაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სტუდენტის თეორიული ცოდნის განმტკიცებას და საკმარისია ამ ეტაპზე შესაბამისი ცოდნის მისაღებად.

ZOOM- https://zoom.us/j/3015454267?pwd=Qlo0dkxNNFBPOXRIUGZJcU93dHRGUT09


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა