სემინარები

2025 წლის 16 ივნისს 15:00 საათზე საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები რუსუდან ვადაჭკორია და სოფო ცქვითინიძე ჩაატარებენ სემინარს თემაზე: "სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და გამოყენება ინგლისურენოვან ინტეგრირებულ პროგრამაში "Medical Doctor".

სემინარის თემა: "სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და გამოყენება ინგლისურენოვან ინტეგრირებულ პროგრამაში "Medical Doctor".

სემინარს ჩაატარებენ: ბსუ -ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები: რუსუდან ვადაჭკორია და სოფო ცქვითინიძე.

სემინარის ჩატარების თარიღი და დრო: 18.06.2025, 15:00.

სემინარი მომზადებულია  Norwich Institute of Language Education (NILE) ეგიდით და English Language and Training Center (INT) მიერ  ორგანიზებული და ჩატარებულ ტრენინგის საფუძველზე, სადაც განიხილებოდა სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათი  გამოყენება და დანერგვა სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით ინგლისურენოვან პროგრამებისათვის.

სემინარის მიზანია: ახალი მეთოდების და მათი დანერგვის და პრაქტუკული შედეგების გაზიერება და პოპულარიზაცია იმ ლექტორ-მასწავლებლებთან, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან ინგლისურენოვანო პროგრამის "Medical Doctor" განხორციებაში.

ახალი მეთოდები აგებულია ბლომის ტაქსონომიაზე, პრობლემაზე და კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ სწავლებაზე (PBL,CBL), წარმატებით გამოიყენება სასწავლო პროცესში და დემონსტრირებს დადებით შედეგებს სტუდენტთა აქტივობისა და ცოდნის დონის ამაღლებაში, მატებს ლექციებს ინტერაქტიულ ხასიათს და ხდის ჯგუფში მუშაობის პროცესს  მეტად აქტიურ, მრავალფეროვან და საინტერესოს.

სემინარზე განიხილება ერთერთი მეთოდის პრაქტიკული გამოყენება ორ სხვა და სხვა საბაზისო სამედიცინო საგანში: ადამიანის ანატომიასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა