სემინარები

2025 წლის 8 ივლისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თეა შავლაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე "წინასწარმეტყველური ნიშანი როგორც მცირე პარემიის ერთ-ერთი სახე, მისი მახასიათებელი ნიშან-თვისებები, სტრუქტურა."

წინასწარმეტყველური ნიშანი პარემიის სპეციფიკური სახეა, რომელიც გარკვეული სახის დაკვირვების შემდეგ წარმოიქმნება. ამ მხრივ შესაძლოა განვასხვავოთ ორი სახის ნიშანი - ერთ მათგანს საფუძვლად უდევს ბუნების მოვლენებისა და ცხოველების ქცევაზე დაკვირვება, მაგ. ,,თუ მერცხალი დაბლა ფრენს, იწვიმებს“; ,,საქონელი საღამოს ძოვს - მეორე დღეს გაწვიმდება“, “If there’s a ring around the moon, it will rain.“ მეორე ტიპის ნიშანი შეიძლება მივაკუთვნოთ ცრურწმენათა ჯგუფს. მაგ. ,,თუ მარცხენა თვალი გითამაშებს, ახალ ამბავს გაიგებ“, „If lovers meet a white horse, they will be happy together“;

ამგვარი ერთეულების სტრუქტურა ქართულ და ინგლისურ ენებში, ძირითადად იდენტურია და ესადაგება მათ უნივერსალურად მიჩნეულ სინტაქსურ სტრუქტურას: თუ A, (მაშინ) B.  წინასწარმეტყველური გამონათქვამის სტრუქტურა ასეთია: ტექსტის მარცხენა ნაწილში ფიქსირდება ინფორმაციის მიღების ფაქტი, ხოლო მარჯვენა ნაწილი ხსნის მის შინაარსს. რაც შეეხება წინასწარმეტყველური ნიშნების ამსახველი ფორმის ადრესატს, ასეთი კონკრეტული ადრესატი არ არსებობს, ეს არის ზოგადად ხალხი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს წინასწარმეტყველური გამონათქვამი ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

წინასწარმეტყველური ნიშნების მახასიათებლებია: არაორაზროვნება, არამეტაფორულობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ერთეული, რომელიც სამყაროზე დაკვირვებას არახატოვნად აზოგადებს. ხოლო ხატოვანი განზოგადება - ანდაზასა ან სხვა პარემიაზე მიანიშნებს.

წინასწარმეტყველურ ნიშანს რამდენიმე ფუნქცია გააჩნია: პროგნოზის, რჩევის ან აკრძალვის ფუნქცია. 

მოხსენებაში საუბარი იქნება კვირის დღეებთან, სიკვდილთან, ცხოველებთან და ფრინველებთან  დაკავშირებული   ცრურწმენების ასახვის შსახბ ანგლო-ამერიკულ და ქართულ წინასწარმეტყველურ ნიშნებში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა