სემინარები

7 ივნისს 12 საათზე, 407 აუდიტორაში საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ია მესხიძემ ჩაატარა სემინარი თემაზე „პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ეთიკის კოდექსის გამოყენების აუცილებლობა აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას"

პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ეთიკის კოდექსის გამოყენება აუცილებელია აუდიტორული შემოწმების დროს. ეთიკის კოდექსის ძირითადი მოთხოვნებისა და სახელმძღვანელო მითითებების გათვალისწინება სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების საშუალებას იძლევა, ამავე დროს იცავს აუდიტის სუბიექტს აუდიტორის მხრიდან შესაძლო გადაცდომებისგან, რომელიც აუდიტორის დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიული კომპეტენტურობის, კონფიდენციალურობის პრინციპების დარღვევას შეიძლება მოყვეს.

ამავე დროს ეთიკის კოდექსი იცავს აუდიტორს სხვადასხვა შესაძლო საფრთხისგან, როგორიცაა მაგალითად-  დაშინების საფრთხე, თავდაჯერებულობის საფრთხე, ფამილიარული ან უცერემონიო ურთიერთობების საფრთხე და ა.შ. აღნიშნული საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას აუდიტის სუბიექტისგან ან სხვა მესამე მხარისგან რომელიც დაინტერესებულია აუდიტის შედეგებით.

აუდიტორთა მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევას შეიძლება მოყვეს აუდიტორთათვის ლიცენზიის შეჩერება.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა