სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტოს პროფესორი მარინე გიორგაძე ამა წლის 4 აგვისტოს, 17 საათზე, 44-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე " "პროექტი: ციფრული ბიზანტია:საქართველო ბიზანტიურ ხანაში"

პროექტი: ციფრული ბიზანტია:

სქართველო ბიზანტიურ ხანაში

საკვანძო სიტყვები: ციფრული ბიზანტია, ლიტერატურული წყაროები, არქეოლოგიური მტკიცებულებები, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპირო, ბიზანტიური გავლენა

ბიზანტიური გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროზე შუა საუკუნეების ყველა პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა წყაროების, ცნობების, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური, არქეოლოგიური არტეფაქტებისა და კარტოგრაფიული მასალების კომპლექსური ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს:

• ბიზანტიურ პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში კულტურებისა და ცივილიზაციების ურთიერთქმედებისა და ურთიერთგავლენის შედეგად ჩამოყალიბებული პოლიეთნიკური საზოგადოებების სოციალურ-კულტურული განვითარების თავისებურებების შესწავლას.

• შუა საუკუნეების ეთნოგეოგრაფიული და პოლიტიკური იდეების სისტემის შესწავლას საქართველოში.

• შუა საუკუნეების სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ქართული მოსახლეობის საცხოვრებელი არეალისა და ქართული სახელმწიფოს ტერიტორიის ურთიერთკავშირის დადგენას.

• შუა საუკუნეების სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში არსებული ეკლესიების სტრუქტურის განვითარების შესწავლას.

• სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში ეთნოგეოგრაფიული ობიექტების, არქეოლოგიური, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იდენტიფიცირებას და ლოკალიზაციას.

სწორედ ამ საკითხებს იწვევს მომხსენებლების მოხსენებები ბოლო წლების შედეგების ანალიზისა და კვლევების შეჯამებისკენ.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე აქტუალურია ჩავერთოთ საერთაშორისო პროექტში - ციფრული ბიზანტია - რომელიც 2022 წლიდან (ბიიზანტინოლოგთა 24-ე კონგრესი) დაიწყო.

პროექტის სამუშაო დასახელება:

„ბიზანტიური ხანის პონტოსა (სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის) და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის გზამკვლევი (გაზიტერი)“

პროექტის მიზანია ქართული და უცხოური წყაროების/ცნობების, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური, არქეოლოგიური  და კარტოგრაფიული მასალების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე ბიზანტიური ხანის პონტოსა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის გზამკვლევის (გაზიტერის) შედგენა, რაც ითვალისწინებს:

  • ბიზანტიური ხანის პონტოსა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში კულტურათა და ცივილიზაციათა ურთიერთქმედებისა და ურთიერთზაგავლენის შედეგად  ჩამოყალიბებული პოლიეთნიკური საზოგადოებების სოციალ-კულტურული განვითარების თავისებურებათა შესწავლას
  • პონტოსა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მაგალითზე ბიზანტიური ხანის პოლიეთნიკური  სისტემების სხვადასხვა ელემენტებს შორის მიმდინარე კულტურული, კონფესიათაშორისი, ეთნოლინგვისტური და სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთქმედების პროცესებისა და მათი შედეგების ისტორიულ პერსპექტივაში წარმოჩენას
  • შუა საუკუნეების საქართველოშო არსებული ეთნოგეოგრაფიული და პოლიტიკური  წარმოდგენათა სისტემის შესწავლას
  • შუა საუკუნეების სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ქართველური მოსახლეობის ბინადრობის არეალსა და ქართული სახელმწიფოს ტერტორიას შორის არსებული ურთიერთმიმართებისა და თანაფარდობის დადგენას
  • ბიზანტია-საქართველოსა და დიდ კომნენოსების სამეფოსა და ქრთულ სახელმწიფოს შორის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებულ ადმინისტრაციულ - პოლიტიკური საზღვრების დადგენასა და მათ დაზუსტებას
  • შუა საუკუნეების სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში პონტოსა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებული საეკლესიო სტრუქტურის ჩამოყალიბებისა მისი განვითარების შესწავლას
  • პონტოს რეგიონის  მრავალეთნიკური საზოგადოების სტრუქტურაში ქართველური მოსახლეობის ადგილის განსაზღვრასა და მისი როლის წარმოჩენას დიდ კომნენოსთა სამეფოს ისტორიული ბედის გადაწყვეტაში
  • პონტოსა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებული ეთნოგეოგრაფიული ობიექტების, არქეოლოგიური, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების იდენტიციფირებასა და მათ ლოკალიზებას
  • გეოინფორმაციული სისტემების (GIS) მეშვეობით პონტოსა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რუკების შედგენასა და შესწავლილი ობიექტების  პასპორტების შექმნას

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა