სემინარი მიეძღვნება ქალაქ ბათუმში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების განხილვას. კვლევა ჩატარდა ბათუმის მოსახლეობის სათამაშო ბიზნესისადმი დამოკიდებულების შესასწავლად. გამოკითხვა ჩატარდა ქალაქის სხვადასხვა სოციალურ და ასაკობრივ ჯგუფში. კვლევის შედეგები საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. სემინარზე წარმოდგენილი იქნება მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ღონისძიებების რეკომენდაციები.
| უკან |
