სემინარები

2026 წლის 16 აპრილს 15:00 საათზე, გრიშაშვილის №5-ში, სემინარს ჩატარდებს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნუნუ ნაკაშიძე თემაზე „კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა“

                                     კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა

კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია ამ საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება. გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას კაცობრიობის გადარჩენისთვის ბრძოლა უწოდეს. 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, გლობალური რისკების შეფასებისას, კლიმატის გლობალური ცვლილება, კიბერ უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ერთად, დასახელდა თანამედროვე მსოფლიოს უმთავრეს გამოწვევად. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, მათი მოხდენის ალბათობისა და მოსალოდნელი დანაკარგების ზომის თვალსაზრისით, უპრეცედენტოა და ახლა მსოფლიოს ემუქრება. კლიმატის გლობალური ცვლილება წარმოადგენს საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას. კვლევები ადასტურებს, რომ დედამიწის კლიმატი შეიცვალა და დიდი ალბათობით, ეს გამოწვეულია სათბურის აირების კონცენტრაციის მატებით ატმოსფეროს ქვედა ფენებში, რომელიც მეტწილად წიაღისეული საწვავის ინტენსიურ მოხმარებას უკავშირდება. საქართველო, როგორც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, კიოტოს ოქმის და პარიზის შეთანხმების მხარე სახელმწიფო, ვალდებულია, გაითვალისწინოს ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პრინციპები და განახორციელოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით (NDC) ნაკისრი ვალდებულებები.

 საქართველოში  კლიმატის ცვლილების გამოვლინება განსაკუთრებით მწვავედ აისახება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის  და ეკონომიკის სექტორებზე. შესაბამისად, კლიმატის ცვლილება საფრთხეა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. კლიმატის ცვლილების შედეგების გამოვლინებამ საქართველოში უკვე მოახდინა უარყოფითი ზემოქმედება  განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაზე, რომელიც ბუნებრივად ყველაზე მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ. გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების ანალიზი აჩვენებს:

  • სტიქიური მოვლენები ხდება უფრო ხშირი და დამანგრეველი;
  • იზრდება საშუალო ტემპერატურა;
  • მცირდება ნალექების რაოდენობა;
  • იზრდება ხანძრების სიხშირე;
  • მცირდება მყინვარების ფართობი და შესაბამისად წყლის მარაგები;
  • ვრცელდება უცხო ინვაზიური მავნებელ-დაავადებები და სარეველები;
  • დეგრადირდება მიწები და მიმდინარეობს გაუდაბნოება;
  • მცირდება პროდუქტიულობა, რაც იწვევს სასურსათო უსაფრთხოების რისკებს.

გასული საუკუნის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურის მატებამ და ნალექების რეჟიმის ცვლილებამ ტყის ეკოსისტემაზე გარკვეული გავლენა იქონია. აღმოსავლეთ საქართველოში სითბური ტალღებისა და განსაკუთრებით ცხელი დღეების ფონზე გაზრდილია ტყის ხანძრების ინტენსივობა და მავნებლების გავრცელება. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ზეგავლენა გამოიხატება გვალვის გახშირებაში, წყლის რესურსების კლებასა და მიწის დეგრადაციაში.  მშრალი რეგიონების არეალის  ზრდა; ნიადაგის დამლაშების პროცესების გააქტიურება; ნიადაგის ორგანული მასის სწრაფი მინერალიზაცია და  დეგრადაცია; ტენიანობის დაწევასთან დაკავშირებული ყინვების ინტენსივოებისა და სიხშირის ზრდა; მავნებელ-დაავადებების  გავრცელებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა ზამთარში ტემპერატურის  ზრდის გამო.  პროცესების გააქტიურება ზოგიერთ ტენიან რეგიონში ნალექების  ზრდის გამო. მიწის ეროზია: ქარსაფარი ზოლების განადგურება, ნიადაგების ჩარეცხვა, დამჟავიანება.   ბარში გახშირდა გვალვა, ხოლო  მთაში ნალექი; შეიცვალა აგროვადები; დამოკლდა სავეგეტაციო პერიოდი, შეიცვალა კულტურების ადაპტირებულობა ზონების მიხედვით; გამრავლდა მავნებელ-დაავადებები, გაგრძელდა  მათი გამრავლების  პერიოდები, გაჩნდა ახალი ვირუსები, მღრღნელები; აღმოსავლეთ საქართველოში კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობიარე  არიან კულტურების უმეტესობა (ხორბალი, მზესუმზირა, ბოსტნეული, სიმინდი); სამხრეთ საქართველოში - კარტოფილი; დასავლეთ საქართველოში  გავრცელებული კულტურები ნაკლებად მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილებების მიმართ (ჩაი, ციტრუსები, სიმინდი); საქართველოს სათბურის გაზების გამოფრქვევის  25.5% სოფლის მეურნეობაზე მოდის. სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებზე (42%); გამოფრქვევის  წყაროებია  შინაური  ცხოველების ეთერული ფერმენტაცია; ნაკელის მართვა;  სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვა; კლიმატის ცვლილების მიმართ სოფლის მეურნეობის სექტორის ადაპტაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია დაგეგმილი:

  • სოფლის მეურნეობაში გვალვებზე, წყალდიდობებზე და სხვა ექსტრემალურ მოვლენებზე სწრაფი რეაგირების გეგმების მომზადება და განხორციელება;
  • ირიგაციის მართვისა და წყლის გამოყენების ინოვაციური მეთოდების დანერგვა;
  • მოსავლის ინტეგრირებული დაცვა, რაც მავნებელ-დაავადებებთან მრავალმხრივ ბრძოლას გულისხმობს; 
  • გარემო პირობებისადმი შეგუებული ჯიშებისა და სახეობების მოყვანა;
  • ნიადაგის ორგანული ნივთიერებებით გამდიდრება;
  • ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა;
  • აგრობიომრავალფეროვნების გაზრდა და ბუნებრივი მიდგომების გამოყენება;
  • ეკო/აგროტურიზმის განვითარება;
  • სოფლის მეურნეობაში კონვერსაციული მიდგომების გამოყენება;
  • ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება, მულჩირება, თესლბრუნვა;
  • ფერმებში აგრომეტეოლოგიური პროდუქტების პოპულარიზება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად;  

კლიმატის ცვლილებას, მიუხედავად მისი მრავალი ნეგატიური შედეგისა, გარკვეულ გარემოებებში შეუძლია დადებითადაც იმოქმედოს სოფლის მეურნეობაზე. ეს ეფექტები განსაკუთრებით შეინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ტემპერატურის მატება და ნალექების ცვლილება ქმნის სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის ხელსაყრელ პირობებს:

  • ვეგეტაციის პერიოდის გახანგრძლივება;
  •  ახალი კულტურების მოყვანის შესაძლებლობა; 
  • მოსავლიანობის გაზრდის პოტენციალი; 
  • ზამთრის პერიოდში ნაკლები ზარალი;
  • მეცხოველეობის პირობების გაუმჯობესება ზოგ რეგიონში;
  • მდგრადი ენერგიისა და ტექნოლოგიების განვითარების სტიმული;

ამჟამად საქართველო ამზადებს „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს, ვალდებულების სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა დაკავშირებულია ეკონომიკის ყველა ძირითადი სექტორის მდგრად და კლიმატგონივრულ განვითარებასთან. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა სოფლის მეურნეობის სექტორიდან სათბურის აირების შემცირებასა და სექტორის ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერებას. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა წარმოადგენს პარადიგმის ცვლილებას სოფლის მეურნეობაში. ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მეთოდები სულ უფრო დაუცველია კლიმატის ცვლილების ზემოქმედების  მიმართ. იგი განასახიერებს ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის გარდაქმნას უფრო მდგრად და ადაპტირებად სისტემად განვითარებადი კლიმატის  პირობებში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა არის ჰოლისტიკური და წინდახედული მიდგომა ფერმერულ მეურნეობაში, რომელიც მიზნად ისახავს გადაჭრას კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი მნიშვნელოვანი გამოწვევები სოფლის მეურნეობის სექტორში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა