„უნივერსიტეტი იქ იწყება, სადაც ცოდნას გული ემატება“ ემპათია და ალტრუიზმი ადამიანურ ურთიერთობებში
ემპათია და ალტრუიზმი ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. ემპათია გვაძლევს საშუალებას გავიგოთ სხვისი გრძნობები, ხოლო ალტრუიზმი გვაიძულებს სხვის დახმარებას, ხშირია საკუთარი ინტერესების უგულებელყოფა. კავშირი ემპათიასა და ალტრუიზმს შორის
ემპათია ხშირად იწვევს ალტრუისტულ ქცევას. როდესაც ვგრძნობთ სხვის ტკივილს, გვიჩნდება სურვილი დავეხმაროთ. ამიტომ ემპათია ალტრუიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
ემპათია და ალტრუიზმი უნივერსალური თემებია, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია.
ემპათია წარმოადგენს ჯანსაღი ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. ცნობილი ავსტრალიელი ფილოსოფოსი და მწერალი რომან კრჟნარიკი თავის ნაშრომში „ემპათიის შესახებ“ აღნიშნავს: „ემპათია ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გაიგოს სხვისი ემოციები, არამედ აქტიურად ჩაერთოს მათ გაზიარებაში. ეს უნარი აძლიერებს ნდობას, ამცირებს კონფლიქტებს და ხელს უწყობს ღრმა, გულწრფელი ურთიერთობების ჩამოყალიბებას“.
ემპათიასა და ალტრუიზმს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, უფრო მეტიც ემპათია შეიძლება ჩაითვალოს ალტრუიზმის საფუძვლად.
რატომ არის ემპათია და ალტრუიზმი მნიშვნელოვანი თანამედროვე საზოგადოებაში
იბადება უამრავი კითხვა მთავარი კითხვა (თეზისი), მაგალითად:
არის თუ არა ალტრუიზმი ბუნებრივი თვისება, თუ იგი სოციალური ნორმების შედეგია?
ვიბადებით ემპათიურები თუ ვსწავლობთ ამას?
ყველა ალტრუისტული ქმედება გულწრფელია, თუ ზოგჯერ ფარული სარგებელი იმალება?
როგორ დავიცვათ ბალანსი, რომ სხვის ტკივილში არ „დაიწვას“ ჩვენი ფსიქიკა - რასაც
ფსიქოლოგიაში „ემპათიური გადაღლა“ ჰქვია?
შესაძლებელია თუ არა ემპათიის და ალტრუიზმის სწავლება ოჯახში, სკოლაში,
სამუშაო გარემოში?
როდის იქცევა ემპათია მანიპულაციის იარაღად და როდის გვაღიზიანებს გადაჭარბებული თავგანწირვა.
ჩვენ არ ვაპირებთ მორალის კითხვას. ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ ის მექანიზმები,
რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს. რადგან, როგორც თერეზა კალკუტას (დედა ტერეზა) მიეწერება, „თუ ვერ შეძლებ ასი ადამიანი დააპურო, დააპურე ერთი“. აღნიშნული სიტყვები გავრცელებულია ზეპირი გადმოცემით და მისი
საქველმოქმედო საქმიანობის დროს ნათქვამ ფრაზად ითვლება. - და ამ ერთზეც კი ემპათია გვჭირდება.
მოდით, დავიწყოთ დიალოგი იმაზე, რაც ყველაზე ადამიანურს გვხდის.
გავიხსენოთ შემთხვევა, როცა სტუდენტის პრობლემამ ემოციურად გამოგფიტათ.
ახლა კი გავიხსენოთ შეთხვევა, როცა სტუდენტის დახმარებამ პირიქით, ენერგია შეგმატათ. რა იყო განსხვავება? - ეს დაგვანახებს ემპათია/ალტრუიზმის ორმაგ ბუნებას და გახსნის დისკუსიას.
მიზანი: პირადი გამოცდილებით პრობლემის აქტუალიზაცია.
ემპათია და ალტრუიზმი აუცილებელია ჰარმონიული საზოგადოებისთვის სხვისი ტკივილის გაგება არის პირველი ნაბიჯი უკეთესი სამყაროს შექმნისკენ. ემპათიისა და ალტრუიზმის მნიშვნელობა მკაფიოდ არის ასახული როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ლიტერატურაში. სადაც პარალელების გავლით ნათლად იკვეთება როგორ მუშაობს ემპათია რეალურ ადამიანურ ურთიერთობებში.
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ნამდვილ ფასს განსაზღვრავს არა მხოლოდ მისი აზროვნება, არამედ მისი უნარი იგრძნოს სხვისი ტკივილი და იმოქმედოს მის შესამსუბუქებლად. სწორედ ეს უნარი აყალიბებს არა მხოლოდ ძლიერ პიროვნებას, არამედ უფრო სამართლიან და თანაგრძნობით სავსე სამყაროს. რომ სხვისი გრძნობების გაგება და უანგარო მოქმედება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ღირსება - ეს არის სოციალური აუცილებლობა. როგორც აღვნიშნეთ, ეს იდეა უნივერსალურად ვლინდება უცხოურ ლიტერატურაში, თუმცა განსაკუთრებულ სიღრმეს იძენს ქართულ ლიტერატურაში.
ზოგადად, ქართულ კულტურაში ალტრუიზმი ისტორიულად მნიშვნელოვანი
ღირებულებაა.
ქართულ ლიტერატურაშიც მკაფიოდ იკვეთება ემპათიისა და ალტრუიზმის მნიშვნელობა. მაგალითად, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გმირები ერთმანეთის მიმართ ღრმა თანაგრძნობას ავლენენ და მზად არიან თავგანწირვისთვის. ასევე „სტუმარ-მასპინძელში“ ვაჟა-ფშაველა წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ემპათიამ საზოგადოებრივ წესებზე ძლიერი გავლენა მოახდინოს. ამის საპირისპიროდ, ილია ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანში?!“ გვიჩვენებს, რა შედეგამდე მიჰყავს ადამიანი თანაგრძნობის ნაკლებობას. ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ ემპათია და ალტრუიზმი არა მხოლოდ უნივერსალური, არამედ ქართული კულტურისთვისაც ფუნდამენტური ღირებულებებია.
პარალელები „ვეფხისტყაოსანში“ - აქ ემპათია და ალტრუიზმი ერთ-ერთი ცენტრალური ღირებულებაა. ტარიელი და ავთანდილი ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობას ავლენენ. ხოლო ავთანდილის გადაწყვეტილება დაეხმაროს ტარიელს, ალტრუიზმის ნათელი მაგალითია. ცნობილი გამონათქვამი „ვეფხისტყაოსნიდან“:
„რაცა ვის რა უნდა, მისცეს, ის მიეცა ყველასა, ვისაც რა უჭირდეს, მისცეს, ნუ დაიზარებს ხელისა“. - პირდაპირ ასახავს უანგარო დახმარების ეთიკას. ეს სტროფი (თავი 35, სტროფი 1457) „ვეფხისტყაოსნის“ ანდერძიდანაა, ავთანდილი ნესტანს ეუბნება, რომ მეფობა ნიშნავს გულუხვობას.
„ვეფხისტყაოსანი“ გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა და ადამიანობა
თანაგრძნობასა და თავგანწირვაზე დგას. „სტუმარ-მასპინძელი“ გვიჩვენებს, რომ ემპათია ხშირად დგას მორალური არჩევანის ცენტრში, მაშინაც კი, როცა იგი საზოგადოებრივ წესებს ეწინააღმდეგება; ხოლო „კაცია-ადამიანი?!“ გვაფრთხილებს, რა საფრთხეს წარმოადგენს თანაგრძნობის დაკარგვა.
ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ ძლიერი მაგალითია ემპათიის და მორალური კონფლიქტის. მაგ. ჯოყოლა მტერსაც კი ადამიანურად ეპყრობა. იგი არღვევს საზოგადოების წესებს, რადგან ემპათია უფრო ძლიერია. თვით ტრაგედია აჩვენებს, რამდენად რთულია ალტრუიზმი სოციალურ წნეხში.
იდეა: ემპათია ზოგჯერ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ნორმებს
ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანში?!“ უფრო კრიტიკული ხედვაა: პერსონაჟი მოკლებულია ემპათიას, ავტორი აკრიტიკებს ეგოიზმსა და გულგრილობას, ირიბად აჩვენებს, რამდენად აუცილებელია თანაგრძნობა.
იდეა: ემპათიის ნაკლებობა იწვევს დეჰუმანიზაციას.
აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკში“ პერსონაჟების ურთიერთდახმარება და ერთგულებაა
გადმოცემული. საერთო მიზნისთვის თავგანწირვა.
იდეა: ალტრუიზმი ხშირად კოლექტიურ ერთიანობას აძლიერებს.
შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ ამბობს: „მეგობარი მეგობრისთვის სიკვდილსაც
არ დაინანებს“ - ავთანდილი ეხმარება ტარიელს მიუხედავად პირადი ტკივილისა. იდეა: აქ მეგობრობა და ერთგულება პირად ინტერესზე დგას.
ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ -სადაც ხევისბერი გოჩა გადაარჩენს ალუდას, თუმცა ეს მის სიკვდილს ნიშნავდა.
იდეა: „ხევისბერი უცხოს სიცოცხლეს საკუთარზე მაღლა აყენებს. კაცი კაცისთვის მგელი კი არა, ძმა უნდა იყოს“.
გრიგოლ ორბელიანის „სულიკო“ - ლირიკული გმირი უარს ამბობს საკუთარ
ბედნიერებაზე, რათა საყვარელი ქალი ბედნიერი იყოს სხვასთან.
იდეა: სიყვარული აქ არა ფლობის, არამედ სხვისთვის თავის დათმობის აქტი ხდება. ალტრუიზმის მაგალითები მკაფიოდ ჩანს კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელში“, სადაც მეფე გიორგი სჯის საკუთარ შვილს-გიორგის ქვეყნის კანონის დასაცავად.
იდეა: პირადი მამობრივი გრძნობა სახელმწიფო ინტერესს უთმობს „სამშობლო ჩემზე
მაღლაა“ - ეს ალტრუისტული პოზიციაა.
ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ - დათა თუთაშხია აბრაგობიდან მიდის სოფლის დასაცავად, რისკავს საკუთარ სიცოცხლეს უცხო ხალხისთვის.
გურამ რჩეულიშვილი კი თვით არის ალტრუიზმის შესანიშნავი მაგალითი, მისი თავგანწირვა... და შესანიშნავი მოთხრობები, კერძოს, მოთხრობა „მარტოობის ბაღი“, სადაც გმირები ერთმანეთს ეხმარებიან მარტოობის დაძლევაში, ხშირად სიტყვის გარეშეც.
იდეა: აქ ალტრუიზმი არა ქმედება, არამედ ყოფნაა, უბრალოდ გვერდით დგომა, მოსმენა, გაგება.
იდეა: დამნაშავეც კი ცვლის იდენტობას, როცა იგრძნობს პასუხისმგებლობას.
ამგვარად, ქართული და მსოფლიო ლიტერატურა ერთობლივად ამტკიცებს, რომ ემპათია არის ალტრუიზმის საფუძველი, ხოლო ალტრუიზმი - ჰუმანური საზოგადოების საყრდენი.
მაგალითები ცხოვრებიდან;
მოხალისეობა
გაჭირვებული ადამიანების დახმარება მეგობრის დახმარება რთულ დროს
დახმარება სრულიად უანგაროდ (სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო ნაკლებია)
ემპათია და ალტრუიზმი ხელ უწყობს უფრო კეთილ და თანაგრძნობით სავსე საზოგადოებას, როდესაც ადამიანები ერთმანეთის გრძნობებს პატივს სცემენ და ერთმანეთს ეხმარებიან, საზოგადოება უფრო ჰარმონიული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბუნება შეიძლება ნაწილობრივ თანდაყოლილი იყოს, მათი განვითარება დიდწილად დამოკიდებულია სოციალურ გარემოზე და პიროვნულ არჩევანზე. სხვისი ტკივილის გაგება და დახმარების სურვილი არა მხოლოდ ინდივიდუალურ ურთიერთობებს აუმჯობესებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას ხდის სამართლიანსა და ჰუმანურს. სწორედ ამიტომ, ემპათიის განვითარება შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად თანამედროვე სამყაროში.
ასევე
„წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ ადამიანს, რომელიც რთულ მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება. რა გვაიძულებს ასეთ დროს გავუწოდოთ ხელი? რატომ ვცდილობთ სხვისი ტკივილის გაზიარებას და დახმარებას?
ამ კითხვაზე პასუხს გვაძლევს ორი მნიშვნელოვანი ადამიანური თვისება - ემპათია და ალტრუიზმი. ემპათია გვაძლევს საშუალებას გავიგოთ სხვისი გრძნობები, ხოლო ალტრუიზმი გვიბიძგებს რომ სხვებს დავეხმაროთ უანგაროდ.
ამრიგად, ემპათია და ალტრუიზმი ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებია ადამიანური
ურთიერთობებში. ემპათია გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ სხვისი გრძნობები და მდგომარეობა, ხოლო ალტრუიზმი გვიბიძგებს, რომ სხვებს დავეხმაროთ უანგაროდ. როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ ავლენენ მეტ თანაგრძნობას და დახმარებისთვის არიან მზად, საზოგადოება უფრო კეთილი, ჰარმონიული და მხარდაჭერით სავსე ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეცადოთ ვიყოთ უფრო ემპათიურები და ალტრუისტულები.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჩიქოვანი, გ., ბაბუაძე, ლ., იაშვილი, ნ., გვალია, თ. და სურგულაძე, ს. (2015). ემპათიის ღირებულება: ნეგატიური ემოციური მიკერძოება მაღალი ემპათიის მქონე პირებში მ.გოგიჩაიშვილი - გზა გენერაციულობისკენ - 2018
Roman Krznaric ,Empathy: Why it Matters, and How to get it , 2015
Jeremy Rifkin , The Empathic Civilization, 2009
Matthieu Ricard,Altruism: the power of Compassion to Change Yourself and the World, 2009
| უკან |
