სემინარები

2026 წლის 15 მაისს N 48 აუდიტორიაში 12:00 საათზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ჯემალ კარალიძე და ასისტენტ-პროფესორი ლევან ტარიელაძე ჩაატარებენ სემინარს თემაზე: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები XX საუკუნის 90-ან წლებში

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები XX საუკუნის 90-ან წლებში

ანოტაცია

2023 წლის 14 დეკემბერს, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც უდავოდ ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის. საქართველოს ურთიერთობები ევროპასთან უძველესი დროიდან იღებს სათავეს. რთული პოლიტიკური გარემოებების მიუხედავად, საქართველო ყოველთვის ინარჩუნებდა გარკვეულ კონტაქტებს ევროპის ქვეყნებთან და ვატიკანთან. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 1991-1992 წლებში დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ. 90-ანი წლები საქართველოსთვის უკიდურესად რთული იყო, სავსე შიდა კონფლიქტებითა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობებით. სწორედ ამ რთულ პერიოდში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან: ეუთოსთან, ევროპარლამენტთან და ევროკავშირთან. საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვამ და ევროპული ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკურმა მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის სტაბილიზაციაში. ევროკავშირის დახმარების პროგრამებმა და პროექტებმა უდიდესი როლი ითამაშეს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, ხელი შეუწყო საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას. ჩვენ გვჯერა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების შესწავლა ცალსახად აქტუალურია. ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზის ის მონაკვეთი, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის პირველი ურთიერთობები გაჩნდა, პირველი ნაბიჯები გადაიდგა და პირველად დაფიქსირდა საქართველოს მისწრაფება, გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა