ანოტაცია
ინფორმაციის უსაფრთხოება თანამედროვე ციფრულ ინფრასტრუქტურაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია. კლასიკური კრიპტოგრაფიული სისტემები, როგორიცაა RSA და AES, ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა მონაცემთა დაცვას. თუმცა კვანტური გამოთვლების სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვანი გამოწვევები წარმოშვა არსებული კრიპტოგრაფიული სისტემებისთვის. კვანტური ალგორითმები, მაგალითად Shor ალგორითმი, თეორიულად საშუალებას იძლევა ეფექტურად გაიშიფროს კლასიკური საჯარო გასაღების კრიპტო სისტემები. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ განვითარდა კვანტური კრიპტოგრაფია. სტატიაში განხილულია კვანტური კრიპტოგრაფიის ძირითადი პრინციპები, მნიშვნელოვანი პროტოკოლები, გამოყენების სფეროები, უპირატესობები და ტექნოლოგიური გამოწვევები.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ Kyber მსგავსი პოსტკვანტური ალგორითმები აუცილებელია მომავალი უსაფრთხოებისთვის. RSA და ECC თანდათანობით შეიცვლება ან ინტეგრირდება PQC ალგორითმებთან. დიდი პოტენციალი აქვთ მოცემული ალგორითმების კომბინაციით შექმნილ ჰიბრიდულ მიდგომებს, რომლებიც აერთიანებენ PQC-სა და კლასიკურ შიფრაციის ალგორითმებს.
საკვანძო სიტყვები: კვანტური კრიპტოგრაფია, ინფორმაციის უსაფრთხოება, PQC, კვანტური კომპიუტერი, შიფრაციის ალგორითმები.
| უკან |
