სემინარები

2026 წლის 19 ივნისს 13:00 საათზე N224 აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზაზა დავითაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: ხელოვნური ინტელექტი და მიკროკონტროლერები

 ხელოვნური ინტელექტი და მიკროკონტროლერები

ბსუ ასოც პროფესორი ზაზა დავითძე
 
სამეცნიერო სემინარის ანოტაცია
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (ML), მიკროკონტროლერები, Arduino, TinyML, ჩაშენებული სისტემები (Embedded Systems), IoT.
შესავალი: თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ჩაშენებული სისტემების სინთეზი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად მიმართულებას. წარმოდგენილი სემინარი ეძღვნება კონცეფციას, რომელიც გულისხმობს მანქანური სწავლების ალგორითმების უშუალოდ მცირე ზომის, დაბალი ენერგომოხმარების მქონე მიკროკონტროლერებზე ლოკალურად გაშვებას. 
ძირითადი ნაწილი: მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე მიკროკონტროლერების არქიტექტურისა და გამოთვლითი სიმძლავრეების განხილვას მიკროკონტროლერის პლატფორმის ბაზაზე. ტრადიციულად, მიკროკონტროლერი აღიქმებოდა, როგორც მარტივი ავტომატიზაციისა და პროტოტიპირების ინსტრუმენტი. თუმცა, პლატფორმის ევოლუციამ და ისეთი უახლესი მოდელების გამოჩენამ, როგორებიცაა Arduino Nano 33 BLE Sense და ინდუსტრიული სტანდარტის Arduino Portenta H7, რადიკალურად შეცვალა მიდგომები. მძლავრი 32-ბიტიანი ARM Cortex-M სერიის პროცესორებისა და ინტეგრირებული სენსორების (აქსელერომეტრი, გიროსკოპი, მიკროფონი, გარემოს სენსორები) წყალობით, ამ დაფებზე სრულფასოვნად გახდა შესაძლებელი ნეირონული ქსელებ ისგამოყენება რეალურ დროში. სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები: IoT სისტემების სენსორული მონაცემების ინტელექტუალური დამუშავება: პრაქტიკული მაგალითების ანალიზი Arduino-ზე, მათ შორის: ჟესტებისა და მოძრაობის კლასიფიკაცია, პრედიქციული ტექნიკური მომსახურება. ავტონომიურობა და უსაფრთხოება: მონაცემთა ლოკალური დამუშავების კრიტიკული უპირატესობები —, ენერგოეფექტურობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა, რადგან სენსორული მონაცემები არ ტოვებს მოწყობილობას. 
დასკვნა: სემინარი მიზნად ისახავს მკვლევარებს და სტუდენტებს გააცნოს ის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებელია ინტელექტუალური, ავტონომიური მიკროსისტემების შესაქმნელად. წარმოდგენილი ანალიზი ხაზს უსვამს, რომ მანქანური სწავლებისა და Arduino-ს თანამედროვე მიკროკონტროლერების შერწყმა ხსნის სრულიად ახალ ჰორიზონტებს ნივთთა ინტერნეტის (IoT), რობოტიკისა და ინდუსტრია 4.0-ის განვითარების პროცესში.
 

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა