თემა: სუბტიტრები და კულტურული მედიაცია აუდიოვიზუალურ თარგმანში
აუდიოვიზუალური თარგმანი კულტურათაშორისი კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა, ხოლო სუბტიტრები ამ პროცესში კულტურული მედიაციის ფუნქციას ასრულებს. მოხსენებაში განხილულია როგორ ხდება კულტურულად სპეციფიკური ელემენტების გადაცემა ინგლისურ და ქართულ სუბტიტრებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიმართვის ფორმების, სოციალური ნორმების, რეალიებისა და პრაგმატიკული მნიშვნელობების თარგმანის სტრატეგიებს და მათ გავლენას აუდიტორიის მიერ კულტურული შინაარსის აღქმაზე. სუბტიტრები არა მხოლოდ უცხოური კულტურის გაცნობის, არამედ ქართული კულტურის პოპულარიზაციის ეფექტიანი საშუალებაც შეიძლება იყოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული აუდიოვიზუალური პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანისა და კულტურული იდენტობის წარმოჩენის თვალსაზრისით.
| უკან |
