სემინარები

2026 წლის 18 ივნისს 16:00 საათზე N306 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ბიოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თამარ ასანიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: „ეკრანის დროისა და სამუშაო მეხსიერების კავშირი 4–7 წლის ასაკის ბავშვებში“

ეკრანის დროისა და სამუშაო მეხსიერების კავშირი 4–7 წლის ასაკის  ბავშვებში“

ბოლო წლებში, ბავშვებში საგრძნობლად გაიზარდა. სხვადასხვა ტიპის ეკრანის გამოყენება : სწრაფტემპიანი ანიმაცია ან საგანმანათლებლო პროგრამები,  შესაძლოა მოკლევადიანად გავლენას ახდენდეს სამუშაო მეხსიერებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ყურადღების კონტროლში და აკადემიურ მზადყოფნაში (Baddeley & Hitch, 1974; Diamond, 2013).

ლონგიტუდური და კროსსექციური კვლევები აჩვენებენ, რომ მაღალი ეკრანის დრო  განსაკუთრებით 4-5 წლის  ასაკში უკავშირდება აღმასრულებელი ფუნქციის  დაქვეითებას,  (Fitzpatrick et al., 2025; Lakicevic et al., 2025; McHarg et al., 2020). სხვა კვლევები ხაზს უსვამენ, რომ შედეგები დამოკიდებულია ეკრანის კონტენტის ტიპზე და მშობლის ჩართულობაზე (Liu et al., 2025; Correlational Study, 2021).

მოცემული კვლევის მიზანია: შეისწავლოს მოკლევადიანი ეკრანის ექსპოზიციის ტიპის (სწრაფტემპიანი ან საგანმანათლებლო) გავლენა 4–7 წლის ბავშვების  ვერბალურ და  ვიზუალურ სივრცით  სამუშაო მეხსიერებაზე.

ეკრანის დროისა და სამუშაო მეხსიერების (working memory) კავშირი 4–7 წლის ბავშვებში აქტიურად იკვლევა განვითარების ფსიქოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში. ამ ასაკში ინტენსიურად ვითარდება აღმასრულებელი ფუნქციები (executive functions), მათ შორის სამუშაო მეხსიერება, რომელიც დაკავშირებულია ყურადღებასთან, თვითრეგულაციასთან და აკადემიურ მზაობასთან..

რამდენიმე გრძელვადიანმა კვლევამ აჩვენა, რომ: . დღეში 2 საათზე მეტი არასტრუქტურირებული ეკრანის დრო (განსაკუთრებით სწრაფტემპიანი ვიდეოები, მულტფილმები) ასოცირდება სამუშაო მეხსიერების შედარებით დაბალ მაჩვენებლებთან.

ადრეულ ასაკში მაღალი ეკრანის ექსპოზიცია შეიძლება უკავშირდებოდეს აღმასრულებელი ფუნქციების სუსტ განვითარებას სკოლამდელ პერიოდში.

კანადაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ (Madigan et al., 2019) აჩვენა, რომ 2–3 წლის ასაკში გაზრდილი ეკრანის დრო   იწვევს  კოგნიტურ სირთულეებს მოგვიანებით.

ყველა ეკრანის დრო ერთნაირი არ არის:საგანმანათლებლო,  ნელი ტემპის პროგრამები (მაგ., Sesame Street) ნაკლებად უკავშირდება ნეგატიურ შედეგებს და ზოგჯერ დადებით ეფექტსაც აჩვენებს, მაშინ როცა სწრაფი მონტაჟი, ძლიერი სენსორული სტიმულაცია და პასიური ყურება მეტად ასოცირდება ყურადღებისა და სამუშაო მეხსიერების სირთულეებთან.

ინტერაქტიული თამაშები, რომლებიც მოითხოვს პრობლემის გადაჭრას და მეხსიერების გამოყენებას, ზოგჯერ ავარჯიშებს სამუშაო მეხსიერებას. თუმცა, თუ ეკრანი ცვლის რეალურ სოციალურ ინტერაქციას, თავისუფალ თამაშს და ძილს, ეფექტი შესაძლოა უარყოფითი იყოს.

ნეიროგანვითარება – 4–7 წლის ასაკში ინტენსიურად ვითარდება პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაო მეხსიერებაზე. ჭარბმა სტიმულაციამ შეიძლება შეცვალოს ყურადღების რეგულაციის ნიმუშები.ეკრანის დრო ამცირებს:ფიზიკურ აქტივობას,, წარმოსახვით თამაშს. მშობელთან და თანატოლებთან ცოცხალ კომუნიკაციას
ეს აქტივობები კი პირდაპირ უწყობს ხელს სამუშაო მეხსიერების განვითარებას.

ეკრანის გამოყენება განსაკუთრებით საღამოს უარყოფითად მოქმედებს ძილზე, ხოლო ძილი კრიტიკულია მეხსიერების კონსოლიდაციისთვის.

 

  კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა პირობის ტიპის (სწრაფი, საგანმანათლებლო, კონტროლი) და ასაკის (4–5 წელი  და  6–7 წელი) გავლენა ვერბალური და ვიზუალურ სივრცული მუშა მეხსიერების  ცვლილებაზე პრეტესტიდან პოსტტესტამდე. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ დროის განმავლობაში ცვლილებები განსხვავდებოდა პირობის მიხედვით და ეს ეფექტი გამოვლინდა ორივე კოგნიტურ ასაკობრივ ჯგუფში.

 

  1. სწრაფტემპიანი მულტფილმი
  2. საგანმანათლებლო ნელი ტემპის პროგრამა (მაგ. Sesame Street)
  3. არაეკრანული აქტივობა  ( საკონტროლო) (ფაზლი/წიგნი)

 

კვლევას ვაწარმოებდით  2 ასაკობრივი ჯგუფში:  ბაღში 4–5 წლის ბავშვებში და სკოლაში  6–7 წლის ბავშვებში. დაკვირვების ქვეშ გვყავდა 90 ბავშვი. წინასწარი ძალის ანალიზის საფუძველზე (f = .25, α = .05, power = .80) საჭირო მინიმალური ნიმუში განისაზღვრა N = 84, რაც დაკმაყოფილდა მოცემულ კვლევაში.

 

თითო ასაკობრივ ჯგუფში – 45 ბავშვი, თითო ექსპერიმენტულ პირობაზე – 15ბავშვი,

თითო ჯგუფში მინიმუმ 15 ბავშვი

თითოეულ ასაკობრივ ჯგუფზე გვყავდა  3 ექსპერიმენტული ჯგუფი  ( ჯამში 6 ჯგუფი)  თითოეულ ჯგუფს შესაბამის დავალებას ვაძლევდით ( სწრაფი, საგანმანათლებლო, საკონტროლო ( არაეკრანული)

კვლევა ჩატარდა მშობლის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. ყველა პროცედურა იყო მოკლევადიანი და არ მოიცავდა განვითარების რისკს. მონაცემები დამუშავდა ანონიმურად.კვლევას თითოეულ ჯგუფში ვიწყებდით  სამუშაო მეხსიერების პრეტესტით, (ციფრების დიაპაზონი, კორსის ბლოკ-შეხების ტესტი)

რომელიც,   20 წუთი გრძელდებოდა, მოსდევდა 5 წუთი შესვენება, შესვენებას პოსტ ტესტით ვასრულებდით რომელიც  როგორც პრეტესტი  20 წუთი  გრძელდებოდა (  სულ პროცედურა: ~40–45 წუთი თითო ბავშვზე

სამუშაო მეხსიერების შეფასებისთვის გამოყენებულ იქნა ორი ექსპერიმენტული ამოცანა, რომლებიც კონცეპტუალურად ეფუძნება კლასიკურ პარადიგმებს (Digit Span; Corsi Block-Tapping Test), თუმცა ადაპტირებული იყო კვლევის მიზნებისთვის და ასაკობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.

ვერბალური სამუშაო მეხსიერების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა „ცხოველების რიგის“ ამოცანა, რომელშიც მონაწილეები იმეორებდნენ სიტყვების სერიას იმავე თანმიმდევრობით. სირთულის დონე იზრდებოდა სტიმულების რაოდენობის მატებასთან ერთად (2–5 ერთეული ასაკის მიხედვით). ქულად აღირიცხებოდა მაქსიმალური სწორად შესრულებული სიგრძე (span score).

ვიზუალურ-სივრცული სამუშაო მეხსიერება შეფასდა „წერტილების რიგის“ ამოცანით, სადაც ექსპერიმენტატორი მიუთითებდა ფურცელზე განლაგებულ წერტილებზე განსაზღვრული თანმიმდევრობით, ხოლო მონაწილე იმეორებდა წარმოდგენილ სერიას. შეფასება განხორციელდა ანალოგიური span პრინციპით.

ტესტირების ხანგრძლივობა თითო მონაწილეზე შეადგენდა დაახლოებით 12–15 წუთს. გამოყენებულ იქნა პრეტესტ–პოსტტესტ პარალელური ფორმები სწავლის ეფექტის მინიმიზაციის მიზნით. პრე და პოსტტესტს შორის ორივე ასაკობრივ ჯგუფი სამ ქვეჯგუფად გვყავდა დაყოფილი რომელთაც ვაძლევდით შსაბამის დავალებებს ( სწრაფტემპიან ანიმაციას, ნელი ანიმაცია  ( სგანმანათლებლო)  და საკონტროლო ( არაეკრანული)

სწრაფტემპიან პირობებში მონაწილეები უყურებდნენ ასაკისთვის შესაბამის ანიმაციურ მასალას მაღალი ვიზუალური და აუდიო სტიმულაციით. საგანმანათლებლო პირობებში წარმოდგენილი იყო ნელი ტემპის, განმარტებითი შინაარსის პროგრამა (მაგ. Sesame Street). საკონტროლოს პირობებში ბავშვები ასრულებდნენ სტრუქტურირებულ არაეკრანულ აქტივობებს (ფაზლი და წიგნი).

ინსტრუმენტები

სამუშაო მეხსიერება შეფასდა ორი ექსპერიმენტული ამოცანით, რომლებიც კონცეპტუალურად ეფუძნებოდა (ციფრების დიაპაზონის და კორსის ბლოკ-შეხების ტესტების  პარადიგმებს.

ვერბალური ამოცანა მოითხოვდა სიტყვების სერიის იმავე თანმიმდევრობით გამეორებას. ვიზუალურ-სივრცული ამოცანა მოიცავდა წერტილების სერიის რეპროდუქციას. დამოკიდებული ცვლადი იყო მაქსიმალური სწორად შესრულებული სიგრძე (span score).

შედეგები

  1. სწრაფტემპიანი ვიზუალური და აუდიო სტიმულები იწვევს მოკლევადინად დაქვეითებულ ყურადღებას და პრეფრონტალური ქერქის –ის დროებით “გადაწვას”
  2. ასაკობრივი განვითარების ფაქტორი: 4–5 წლის ბავშვებში მიღებულ იქნა ყველაზე დაბალი პოსტ ტესტ ქულები, რადგან პრეფრონტალური ქერქის ფუნქციები ჯერ არ არის სრულად განვითარებული
  3. საგანმანათლებლო კონტენტის ეფექტი: ნელი, განმარტებითი, კონტენტ-კონტროლირებული პროგრამა აქტივაციას უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს სამუშაო მეხსიერების შენარჩუნებას ან მცირედ გაუმჯობესებას

. ბიბლიოგრაფია

  1. Baddeley, A. D., & Hitch, G. (1974). Working memory. Psychology of Learning and Motivation, 8, 47–89.
  2. Diamond, A. (2013). Executive functions. Annual Review of Psychology, 64, 135–168.
  3. Fitzpatrick, C., Florit, E., Lemieux, A., Garon-Carrier, G., & Mason, L. (2025). Associations between preschooler screen time trajectories and executive function. Academic Pediatrics, 25(2), 102603.
  4. Lakicevic, N., Manojlovic, M., Chichinina, E., Drid, P., & Zinchenko, Y. (2025). Screen time exposure and executive functions in preschool children. Scientific Reports, 15, 1839.

          McHarg, G., Ribner, A. D., Devine, R. T., & Hughes, C. (2020). Screen time and         executive function in toddlerhood: A longitudinal study. Frontiers in Psychology


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა