სემინარები

2026 წლის 29 ივნისს 16:00 საათზე N41 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ქათამაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: ავტონომიური სწავლების ხელშეწყობა ენის სწავლასა და სწავლებაში

ავტონომიური სწავლების ხელშეწყობა ენის სწავლასა და სწავლებაში

ავტონომიური სწავლება თანამედროვე ენის სწავლებაში ცენტრალურ ცნებად ჩამოყალიბდა,  ის მიზნად ისახავს  მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლებისგან მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლაზე გადასვლას.  განვიხილავთ ავტონომიური სწავლების  ხელშეწყობის თეორიული საფუძვლებს, პედაგოგიური სტრატეგიებს და პრაქტიკულ მნიშვნელობას ენის სწავლასა და სწავლებაში. კოგნიტურ, მეტაკოგნიტურ და სოციოკულტურულ პერსპექტივებზე დაყრდნობით.

ნაშრომი განსაზღვრავს ავტონომიურ სწავლებას, როგორც უნარს, რომელსაც მოსწავლე იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების, თვითრეფლექსიისა და სტრატეგიული მოქმედების გზით.  განიხილება მასწავლებლის როლი, კონტექსტუალური ფაქტორები და საკლასო პრაქტიკები, რომლებიც ავტონომიური სწავლების განვითარებას უწყობს ხელს.  წარმოდგენილი და გაანალიზებულია პრაქტიკული სტრატეგიები, მათ შორის პროექტზე დაფუძნებული სწავლება, დავალებაზე დაფუძნებული სწავლება, თვითშეფასება, რეფლექსიური პრაქტიკა, კოლაბორაციული სწავლება და ციფრული ინსტრუმენტები.

ასევე განხილულია განხორციელების წინაშე მდგარი გამოწვევები — როგორიცაა მოსწავლეთა წინააღმდეგობა, კულტურული მოლოდინები და სასწავლო პროგრამის შეზღუდვები,  წარმოდგენილია მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები. ნაშრომი ასკვნის, რომ ავტონომიური სწავლება არ არის მხოლოდ მეთოდოლოგიური არჩევანი, არამედ გარდამქმნელი საგანმანათლებლო მიდგომაა, რომელიც აძლიერებს მოსწავლეებს და აუმჯობესებს ენის მდგრადი სწავლების შედეგებს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა