სემინარები

2026 წლის 29 ივნისს 16:00 (აუდიტორია 41) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლალი თავაძე წარმოადგენს სამეცნიერო სემინარს თემაზე: აუდიტორიის რეაგირების სისტემების (ARS) ინტეგრირება ინგლისური ენის სწავლებაში: უპირატესობები და გამოწვევები

აუდიტორიის რეაგირების სისტემების (ARS) ინტეგრირება ინგლისური ენის სწავლებაში: უპირატესობები და გამოწვევები

აბსტრატი

ტექნოლოგიების სწრაფმა გაფართოებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ენის სწავლებისა და სწავლის თანამედროვე პრაქტიკებზე. აუდიტორიის რეაგირების სისტემები (Audience Response Systems – ARS) წარმოადგენს ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც სწავლების პროცესში უზრუნველყოფენ შემსწავლელთა რეალურ დროში რეაგირებას და ქმნიან ჩართულობის გაზრდის, ფორმატიული შეფასებისა და ინტერაქტიული პედაგოგიკის განვითარების შესაძლებლობებს. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს ინგლისური ენის სწავლების (English Language Teaching – ELT) კონტექსტში ARS-ის ინტეგრაციასთან დაკავშირებული სარგებლისა და გამოწვევების შესწავლას. კვლევა ეფუძნება შერეული მეთოდების გამოყენებით შეგროვებულ მონაცემებს, რომლებიც მოიცავს სტუდენტთა აკადემიურ მიღწევებს, საკლასო დაკვირვებებსა და მასწავლებელთა რეფლექსიურ ანალიზს.

მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ARS ხელს უწყობს შემსწავლელთა მონაწილეობის ზრდას, უზრუნველყოფს დაუყოვნებელ უკუკავშირს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უფრო დინამიკური და შემსწავლელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ფორმირებაში. ამასთანავე, კვლავ აქტუალურია რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ტექნოლოგიურ ხელმისაწვდომობასთან, მასწავლებელთა მზადყოფნასთან და სასწავლო პროცესის  დაგეგმვასთან. კვლევა ასევე უსვამს ხაზს ARS-ის ინოვაციურ გამოყენებებს, რომლებიც სცილდება ტრადიციული გამოკითხვის პრაქტიკას და მოიცავს ისეთ მიდგომებს, როგორიცაა სტუდენტების მიერ შეკითხვების გენერირება და თანატოლთა შეფასება. ნაშრომში განხილულია კვლევის თეორიული და პრაქტიკული იმპლიკაციები.

საკვანძო სიტყვები: აუდიტორიის რეაგირების სისტემა (ARS), სარგებელი და გამოწვევები, ინგლისური ენის სწავლება, ინტერაქტიული ტექნოლოგიები, ფორმატიული შეფასება


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა