სამეცნიერო სემინარი ეძღვნება 1918–1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და სამხედრო ალიანსის დამყარების მცდელობების შესწავლას იოზეფ პილსუდსკის Intermarium-ის გეოპოლიტიკური კონცეფციის ფარგლებში. გაანალიზებულია, რამდენად იყო ეს პროცესი სახელმწიფოთა ორმხრივი სტრატეგიული ინტერესებით განპირობებული და რა ადგილი ეკავა მას პილსუდსკის ფედერალისტურ ხედვაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტიტუს ფილიპოვიჩის 1920 წლის გაზაფხულის დიპლომატიურ მისიას, როგორც სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის პრაქტიკული განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მცდელობას.
პრობლემის შესწავლამ აჩვენებს, რომ აღნიშნული ინიციატივის წარუმატებლობა განაპირობა ურთიერთდაკავშირებულმა სამხედრო, პოლიტიკურმა და გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა, მათ შორის ვარშავის ბრძოლაში პოლონეთის გამარჯვების შემდეგ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებამ, საერთაშორისო უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების არარსებობამ და სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა რუსეთის ექსპანსიამ.
დასკვნის სახით ნაჩვენებია, რომ მიუხედავად საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივი პოლიტიკური ინტერესისა, აღნიშნულმა გარემოებებმა შეუძლებელი გახადა როგორც დაგეგმილი სამხედრო ალიანსის, ისე პილსუდსკის Intermarium-ის კონცეფციის სამხრეთ კავკასიური მიმართულების პრაქტიკული განხორციელება.
| უკან |
