სემინარები

2026 წლის 31 ივლისს 11:00 საათზე 44-ე აუდიტორიაში ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ემზარ კახიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: „კოლხეთის ზღვისპირეთის ელინიზაციის საკითხები“

ფიჭვნარის კოლხურ სამაროვანზე ჩატარებული გათხრების ანალიზისა და აღმოჩენილი არტეფაქტების საფუძველზე ჩანს, რომ ფიჭვნარელი კოლხები, აქაური ელინების მსგავსად, უკვე ძვ.წ. IV ს-დან აწყობენ საქელეხო რიტუალებს. საინტერესო სურათი ისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნითაც. საკმაოდ ბევრია ისეთი ჭირისუფალი, რომელიც საიმქვეყნო ინვენტარს მოკრძალებულად ან საერთოდ ვერ ატანს. აღაპის წესის მსგავსად გაიზარდა ელინიზებული კოლხთა რიცხვი, რომლებიც თავიანთ მიცვალებულებს თავით აღმოსავლეთისაკენ კრძალავდნენ, თუმცა გრძელდება უფრო ტრადიციული ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთისაკენ დამხრობით დაკრძალვა, რომლის რელიგიური თუ კულტუროლოგიური ახსნა ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.

მოკლედ, ფიჭვნარის სამაროვნებზე წარმოებული გათხრებისა და კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ ფიჭვნარელი კოლხები ძვ.წ. IV საუკუნიდან დეკადანსის გზას დაადგნენ, ისევე როგორც მათი ელინი მეზობლები.

ეს მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრისთვის. საკმაოდ ბევრია ისეთი ჭირისუფალი, რომელიც საიმქვეყნო ინვენტარს მოკრძალებულად ან საერთოდ ვერ ატანს.

თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ადგილობრივ ბერძნებთან საუკუნეზე მეტი კოოპერაციის შედეგად მოხდა მათი ღრმა აკულტურიზაცია, რაც განსაკუთრებით ნათლად ელინისტურ ხანაში გამოვლინდა.

სწორედ ელინისტური ხანიდან, ე.ი. ძვ.წ. IV ს-ის ბოლოდან და განსაკუთრებით ძვ.წ. III ს-დან შეინისნება ეთნიკური განსხვავებების მოშლა ფიჭვნარში. აღარ გვაქვს „ბერძნული“ და „კოლხური“ ცალკეული სამაროვნები, არამედ ფიწვნარული მოსახლეობა საერთო სამაროვანსია დაკრძალული, სადაც აღმჩენილი იმქვეყნიური ინვენტარი ადასტურებს, რომ გაზრდილია იმპორტული მეთუნეობის ფორმების ადგილზე დამზადება, საყოველთაოა მიცვალებულის აღმოსავლეთით დამხრობა და აღაპის რიტუალი.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა