იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი სტუდენტებისათვის

სურათი

18 ნოემბერს, თბილისში, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა ლიანა ნიჟარაძემ, მაგდა აბულაძემ, თინიკო ჯაფარიძემ და ელუნა ჯინჭარაძემ. შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები კლიენტის ინტერესების საუკეთესოდ წარმოჩენისათვის. ჯგუფს კოორდინირებას უწევდა სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ომარ ფარტენაძე.
პროგრამა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით „აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა