იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი ჯგუფური ფსიქოგანათლების საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგი დაიწყო თემებზე: „ჯგუფური ფსიქოგანათლება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის“ და „კოგნიტური ფუნქციების ტრენინგი ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებისათვის“. ექიმი–ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი სამი დღის განმავლობაში მსმენელებს ჯგუფური ფსიქოგანათლების ტრენინგზე  მძიმე ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებთან ჯგუფური თერაპიის ჩატარების ზოგად წესებს გააცნობს. სწავლების მიზანია, ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტების ცოდნის გაღრმავებასა და მომავალი სპეციალისტების განათლებას მკურნალობის ფსიქო–სოციალურ მეთოდებში.

მეორე სემინარი ეძღვნება კოგნიტური ფუნქციების გავარჯიშებას მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში. მსმენელები შეისწავლიან დაზიანებული კოგნიტური ფუნქციების აღდგენის და გავარჯიშების პრაქტიკულ მეთოდებს.


ტრენინგი საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ ფონდის - „პური მსოფლიოსათვის“ მხარდაჭერით გამართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა