იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სამართლის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ სახაფხულო სკოლის გრანტი მოიპოვა

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი  განათლების  ხელშეწყობის“  2019  წლის  სეზონური სკოლის ქვეპროგრამის ფარგლებში საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. მიღებული დაფინანსებით 19-24 აგვისტოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები. საზაფხულო სკოლის  პროგრამა მოიცავს კონსტიტუციური სამართლის აქტუალურ თემატიკას: კონსტიტუცია, ხელისუფლების შეზღუდვა და დემოკრატია, კონსტიტუციური იდენტობა, არაკონსტიტუციურ საკონსტიტუციო ცვლილებები,  კონსტიტუციის დაცვის მექანიზმები და სხვა.

 საზაფხულო სკოლაში ლექციებს გაუძღვებიან პროფესორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან. სკოლის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ამერიკელი პროფესორის დევიდ შულცის საჯარო ლექცია ბათუმის ამერიკულ კუთხეში და პროფესორ რიჩარდ ალბერტის წიგნის პრეზენტაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა