იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური მართლმსაჯულება"

სურათი

ბსუ-ში საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური მართლმსაჯულება" გაიხსნა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 20 სტუდენტი. სწავლებას უძღვებიან ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან ჯაყელი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ხობელია. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც გაეცნობიან სასამართლოს საქმისწარმოებისა საკითხებს.

ხუთდღიანი საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციური მართლმსაჯულება" ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით  უკვე მეოთხედ იმართება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა