იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ევროპული საზაფხულო სკოლა იტალიაში

სურათი

2025 წლის 27-31 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელმა, ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორმა, მალხაზ ნაკაშიძემ და ბსუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო სკოლაში იტალიაში.

მალხაზ ნაკაშიძემ სიბილინი ევროპას საზაფხულო სკოლის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები თემაზე “ევროინტეგრაცია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების რეკომენდაციების შესრულების გამოწვევები”. საზაფხულო სკოლა ჩატარდა ასოციაცია „სიბილინი ევროპა“-ს ორგანიზებით, მარკეს რეგიონის ქალაქ ამანდოლაში და მასში მონაწილეობდა 50 სტუდენტი, ასევე პროფესორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) რეკომენდაციით, საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათ ფაკულტეტის მე-3 კურის სტუდენტებმა ჟანა ბოლქვაძემ და ლიკა ბოლქვაძემ. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა მიმდინარე წელს, ჟან მონეს კათედრას (EUCONST) და ასოციაცია „სიბილინი ევროპა“-ს შორის დამყარებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რის საფუძველზეც ასოციაციის წევრებმა ასევე ლექციები ჩაატარეს ბსუ-ს 2025 წლის ჟან მონეს საზაფხულო სკოლის სტუდენტებისთვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა