
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: ,,მოგონებები დიმიტრი უზნაძეზე”. ლექცია ჩაატარა 97 წლის ღვაწლმოსილმა უნივერსიტეტელმა, ცნობილმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა ილია კეჭეყმაძემ, რომლის ცხოვრება და პროფესიული გზა თავად ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის ნაწილია.
ბატონ ილიას დიდი წვლილი მიუძღვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კურსის სწავლების დანერგვაში და შემდგომ ფსიქოლოგიის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მისი ლექციები დღესაც ისეთივე შთამბეჭდავია - ღრმა, თბილი და ადამიანური - დღესაც სწორედ ეს იგრძნობოდა აუდიტორიაში.
შეხვედრა ჩატარდა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მიერ დაფუძნებული ტრადიციის: “ოთხშაბათობის” ფარგლებში, რომელიც ბსუ-ში განაახლა ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა.
უკან |