იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა თემაზე: „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და “GREVIO”-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“

სურათი

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოქმედი იურიდიული კლინიკების წარმომადგენლებისთვის ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში 24-25 ნოემბერს თბილისში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და “GREVIO”-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“.შეხვერაში მონაწილეობდა  ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი ნარგიზ ცეცხლაძე.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები - პროფესორი შაზია ჩოუდრი (ოქსფორდის უნივერსიტეტი) და თამარ დეკანოსიძე, რომელსაც ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან  აქტიური თანამშრომლობის გამოცდილება აქვს

იურიდიული კლინიკები აქტიურად უწევენ  სამართლებრივ  დახმარებას  ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებს და ოჯახში ძალადობა გამოვლილ ქალებს.  შეხვედრის მიზანი იყო იურიდიული კლინიკების საქმიანობისა  და არსებული გამოწვევების შეფასება,   მსჯელობა პრობლემების გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.  ასევე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები, რაც ითვალისწინებს კლინიკების ხელმძღვანელებისა და მათ  მუშაობაში ჩართული პირების გადამზადებას.  

გადამზადების ეს პროგრამა მოიცავს მსხვერპლზე ორიენტირებული, ტრავმა-ინფორმირებული და ეთიკურად გამართული იურიდიული პრაქტიკების ერთმანეთისთვის გაზიარებას. სამუშაო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა