იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო მმართველის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში

სურათი

საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები, სალექციო კურსის „პერსონალის შერჩევა და მართვა“ ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, სახელისუფლებო ორგანოებს შორის ურთიერთობის რეგულაციებსა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსებზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია ახალგაზრდებმა უმაღლესი საბჭოს იურიდიული და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსისგან, ვაჟა ცეცხლაძისგან მიიღეს.

სამართლებრივ საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, სტუდენტები გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის დანიშნულებას, ფუნქციებსა და საქმიანობის პრინციპებს.

სასწავლო ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ კურსის ლექტორები - ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის ასისტენტ პროფესორები ფატი ხალვაში და გიგა ფარტენაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა