იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები გაიმართეს

სურათი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა ოლღა მერებაშვილმა და პაატა ცეცხლაძემ, კოორდინატორ მაია უსტალიშვილთან ერთად, სტუდენტებს ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პროკურატურის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა