
29-30 მაისს ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია-„კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები“.
ჟან მონეს კათედრა ფოკუსირებულია ევროკავშირის კონკურენციის, სამართლისა და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართალის სწავლებაზე. შესაბამისად, კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ამ ქვეყნების კონკურენციის კანონმდებლობისა და მომხმარებელთა დაცვის ნორმების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. გარდა აღნიშნული ნორმებისა, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს სხვა სამართლის დარგების ევროპულ ნორმებთან დაახლოების საკითხები.
კონფერენციაში ორმოცზე მეტი პროფესორი, მეცნიერი, დოქტორანტურის, სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ - საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ალბანეთიდან, სერბეთიდან და ბულგარეთიდან.
იხილეთ კონფერნეციის პროგრამა და აბსტრაქტები:
| უკან |









