
29 მაისს გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებული, პროფესორ ომარ ფარტენაძის მიერ მოპოვებული საგრანტო პროექტით „სწრაფი მართლმსაჯულების პრობლემატიკა საქართველოში, აჭარის რეგიონის მაგალითზე“, დაგეგმილი შეხვედრა - მრგვალი მაგიდა/დისკუსია სასამართლოს, პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე პროექტში მონაწილე აკადემიური პერსონალი და დაინტერესებული პირები. დამსწრე საზოგადოებას პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ომარ ფარტენაძემ და პროექტის განხორციელებაში მონაწილე პროფესორმა დალი მახარაძემ გააცნეს კვლევის შედეგები, რის ირგვლივაც მიმდინარეობდა მუშაობა.
შეხვედრა/დისკუსია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დაიგეგმა შემდგომი მოქმედებები.
| უკან |






