
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,მესამე მისიის’’ ფარგლებში, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით, კლინიკის კოორდინატორის, ნარგიზ ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა ქ. ბათუმის #20-ე საჯარო სკოლის 8-ე 9-ე 10-ე კლასის მოსწავლეებთან, ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა: ,, მითები და რეალობა ქურდულ სამყაროში’’ და ,,პერსონალური მონაცემები, ციფრული უსაფრთხოება, გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები’’.
შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული სკოლის ხელმძღვანელები, პედაგოგები, 9-ე 10-ე და 11-ე კლასის მოსწავლეები და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები-იურიდიული კლინიკის სტაჟიორები.
იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა ნარგიზ ცეცხლაძემ ისაუბრა ბავშვთა უფლებებზე, არსებულ გამოწვევებზე, საკანონმდებლო სიახლეებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კლინიკის წევრ-სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები შემდეგი თემებზე: რა არის ქურდული სამყარო, რა უარყოფით გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა მენტალიტეტზე, როგორ აფერხებს მათ სოციალურ, პიროვნულ განვითარებას, განათლების სრულფასოვან მიღებას, ზრდის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვის რისკს, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, რა გამოწვევებია ორგანიზებულ დანაშულთან წინააღმდეგ ბრძოლაში.
მეორე თემის მთავარი განხილვის საგანი იყო: რა არის პერსონალური მონაცემები, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ცოდნა. რატომ არიან არასრულწლოვნები ყველაზე მარტივი სამიზნეები, როგორ დავიცვათ თავი ამ სფეროში არსებული საფრთხეებისგან. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებზე, ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმებზე, ამ პროცესში არასრულწლოვნებისა და მათი მშობლების უფლებებზე.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
| უკან |





