იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიგა ფარტენაძე აშშ-ში პროფესიული გაცვლის პროგრამაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა

სურათი

ასოცირებული პროფესორი გიგა ფარტენაძე პროფესიული პრაქტიკისა და საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაღრმავების მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო პროფესიული გაცვლის პრესტიჟულ პროგრამაში.

ვიზიტის ფარგლებში იგი, როგორც საქართველოს წარმომადგენელი და დელეგაციის ხელმძღვანელი, გაეცნო აშშ-ის სამართლის უზენაესობის (Rule of Law), სასამართლო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრირების, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის თანამედროვე პრაქტიკას. პროგრამა მოიცავდა შეხვედრებს ფედერალური და შტატური სასამართლოების წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან, კონგრესის წარმომადგენლებთან, საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო სექტორის ლიდერებთან, ასევე აკადემიური წრეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გამოყენებული იქნება როგორც სასწავლო პროცესში, ისე სამეცნიერო-კვლევით და საზოგადოებრივ საქმიანობაში. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისა და იმ საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში გაზიარების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და მომავალი თაობის პროფესიულ განათლებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა