
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებთან, პროფესორ ომარ ფარტენაძის მოწვევით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსთან ბაჩუკი პაპიძესთან და აღმასრულებელთან არჩილ ხარაზთან.
სტუდენტებმა მიიღეს სრული ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები. სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია გამოსახლების კატეგორიის საქმეების აღსრულების წესსა და აღსრულების პროცესში მედიაციის ჩართულობის შესახებ.
| უკან |















