Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

Horizon Europe-ის საინფორმაციო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

19 სექტემბერს, მეცნიერების ფესტივალის - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „Horizon Europe“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში ჩატარდა საინფორმაციო დღე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, დოქტორანტებთან, ადმინისტრატორებთან და ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

ღონისძიება გახსნეს Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლევან ხეცურიანმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ქოქრაშვილმა. მოდერატორი და ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი შოთა როდინაძე.

შეხვედრის განმავლობაში ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა, მაკა ჟორჟოლიანმა და თამარ ბერბერაშვილმა Horizon Europe-ის ჩარჩო პროგრამის მეორე სვეტის კლასტერებში გამოცხადებული კონკურსები განიხილეს.

  Batumi Info Day. კლიმატი, ენერგია და მობილობა
  Batumi info day. კულტურა, შემოქმედება და ინკლუზიური საზოგადოება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა