
მოგესალმებით, მეგობრებო!
გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ა.წ. 31 ოქტომბერს, „ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, გაიმართება პროექტის New European Bauhaus for All (NEB4All) საფლაგმანო ღონისძიება საქართველოში. პროექტის ბენეფიციარია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო დონორი - ევროპის კლიმატის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს აღმასრულებელი სააგენტო (CINEA), რომელიც წარმოადგენს Joint Research Center (JRC) ნაწილს.
გიზიარებთ საკვანძო დეტალებს:
მისამართი: სასტუმრო „სტამბა” (მერაბ კოსტავას გამზ. #14), მე-4 სართული, დარბაზი “Dome”.
დრო: 11:00-14:15 სთ. (თბილისის დროით). ღონისძიების დარჩენილი ნაწილი უშუალოდ პროექტის მონაწილეთა Twinning აქტივობაზეა გათვლილი.
ფორმატი: In-person და ჰიბრიდული (ძირითადი სესია)
ონლაინ მონაწილეობის ბმული
ღონისძიებას დაეწსრებიან ახალი ევროპული ბაუჰაუსის მიმართულების ეროვნული საკონტაქტო პირები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
Key-Note Speaker: Elena Montani, Head of the New European Bauhaus Unit, (JRC), European Commission (online)
აქვე გიზიარებთ ღონისძიების დღის წესრიგსა და პანელური დისკუსიის მონაწილეთა შემადგენლობას.
ჩვენთვის სასიამოვნო იქნება, თუ არქიტექტურის, დიზაინის, ურბანული დაგეგმარებისა და დეველოპერული მიმართულებით დაინტერესებული ადამიანები ჩაერთვებით კონფერენციაში.


უკან |