
13-16 ივლისს, სალონიკში, CARE SEA-ს პარტნიორებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში ,,CEMEPE“. საერთაშორისო ფორუმზე პარტნიორებმა პროექტის ერთობლივი საქმიანობა და პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ თემებზე:
იზოლდა მაჭუტაძე, პროექტის კოორდინატორი (ბსუ) - LP1 BSU - „მოქალაქეთა მეცნიერება, როგორც ეკოსისტემური სერვისების შეფასებისა და აღდგენის დაგეგმვის ინსტრუმენტი CARE SEA პროექტის საკვლევ ტერიტორიაზე - მდინარე ჭოროხში ( საქართველო);
ქადირ სეიჰანი, პროექტის მენეჯერი, ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი - PP3 KTU - „თურქეთის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მდინარეების დაბინძურების წყაროები“;
ანასტასია კასულეა, არისტოტელეს უნივერსიტეტის დოქტორანტი - PP4 AUTH - „მოქალაქეთა ჩართულობა თერმაიკოსის ყურეში მიკროპლასტიკით დაბინძურების მონიტორინგში: მონაწილეობითი მეცნიერების მიდგომა“.
წარმოდგენილი პრეზენტაციები მოქალაქეთა მეცნიერების თემატიკას ეხებოდა. კვლევის შედეგები აისახება საქართველო-თურქეთის ერთობლივ ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვითი მართვის გეგმაში.
| უკან |





