განათლების ფაკულტეტი

ფაკულტეტის ისტორია

განათლების (ყოფილი პედაგოგიური) ფაკულტეტი 1991 წელს ჩამოყალიბდა ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის ბაზაზე. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო დოცენტი ოთარ დიოგიძე, მოადგილე – ზურაბ შაშიკაძე. 1996 წლიდან 2004 წლამდე ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა დოცენტი გული შერვაშიძე, დეკანის მოადგილის თანამდებობა კი ეჭირა დოცენტ მადონა ფალავანდიშვილს.

2004–2005 სასწავლო წელს განათლების ფაკულტეტი შედიოდა ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (დეკანი ასოცირებული პროფესორი ლელა თურმანიძე), 2006–2007 სასწავლო წელს - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და პედაგოგიური ფაკულტეტის (დეკანი - პროფესორი მარინა გიორგაძე) შემადგენლობაში. 2007-2010 წლები განათლების ფაკულტეტი ფუნქციონირებდა დამოუკიდებლად (დეკანი - პროფესორი ავთანდილ ქემხაძე).  2010 წელს განათლების, ფიზიკა-მათემატიკის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტების ბაზაზე ჩამოყალიბდა   განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი (დეკანი - ასოცირებული პროფესორი მარინა ქორიძე), რომელიც ამ სახით ფუნქციონირებდა 2013 წლის 16 სექტემბრამდე. 2013 წლის 16 სექტემბრიდან განათლების ფაკულტეტი ისევ დამოუკიდებლად მოქმედი ფაკულტეტია (დეკანი - ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე).

ფაკულტეტი წლების განმავლობაში აერთიანებდა შემდეგ სპეციალობებს: დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა, დაწყებითი განათლება უცხო ენით, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი სამხედრო მომზადება და ფიზიკური აღზრდა. 

განათლების ფაკულტეტის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შედიოდა დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა კათედრა (კათედრის გამგე -პროფესორი ოთარ გიორგაძე, პედაგოგიკა–ფსიქოლოგიის (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნოდარ ბარამიძე) და ფიზიკური აღზრდის (ხელმძღვანელი - პროფესორი ავთანდილ ქემხაძე) დეპარტამენტები. 2007 წლის სექტემბრიდან პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის დეპარტამენტს გამოეყო ფსიქოლოგიის პროგრამული მიმართულება და განათლების ფაკულტეტის შემადგენლობაში დარჩა პედაგოგიურ მეცნიერებათა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დეპარტამენტები. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დეპარტამენტს დაარსებიდან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი ავთანდილ ქემხაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი 2007-2009 წლებში იყო ასოცირებული პროფესორი ლელა თავდგირიძე, 2009-2010 წლებში - პროფესორი იური ბიბილეიშვილი, 2010-2011 წლებში - ასოცირებული პროფესორი ლია ინაიშვილი, 2011-2013 წლებში - პროფესორი გული შერვაშიძე, 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის აპრილამდე - ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე, 2014 წლის აპრილიდან დღემდე კი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ისევ პროფესორი გული შერვაშიძეა.

 ფაკულტეტზე მოქმედებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები: საბაკალავრო პროგრამები - დაწყებითი განათლება (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე) და ფიზიკური აღზრდა (ხელმძღვანელი - ემერიტუსი პროფესორი ავთანდილ ქემხაძე), სამაგისტრო პროგრამები - განათლების ადმინისტრირება (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე), საბაზო და საშუალო სკოლის საგნის ან საგანთა მასწავლებელი და უმაღლესი განათლების მენეჯმენტი (ხელმძღვანელი - პროფესორი ლელა თავდგირიძე),  სადოქტორო პროგრამა - განათლება (ხელმძღვანელები - პროფესორები ლელა თავდგირიძე და გული შერვაშიძე) და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ხელმძღვანელი - პროფესორი ლელა თავდგირიძე). აღნიშნულმა პროგრამებმა (გარდა ფიზიკური აღზრდის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა) 2011-2013 წლებში წარმატებით გაიარეს აკრედიტაცია.

ფაკულტეტზე შექმნილია ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის მადონა მიქელაძის თავმჯდომარეობით. ფაკულტეტზე 2008 წელს ჩამოყალიბდა სადოქტორო სადისერტაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე 2010 წლამდე იყო პროფესორი იური ბიბილეიშვილი, 2010-2013 წლებში - ასოცირებული პროფესორი მარინა ქორიძე, 2013 წლის ოქტომბრიდან კი საბჭოს თავმჯდომარეა პროფესორი გული შერვაშიძე. ფაკულტეტს გააჩნია ფაკულტეტისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებები. დღეისათვის ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნელი ახვლედიანი) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი თემურ ავალიანი).

განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კვლევის ძირითადი მიმართულებებია: პედაგოგიკის თეორია და ისტორია, სოციალური პედაგოგიკა, ინკლუზიური განათლება, განათლების მენეჯმენტი, განათლების ფილოსოფია, სხვადასხვა საგნის სწავლების მეთოდიკა.

ფაკულტეტი მუშაობს სკოლამდელი განათლების მიმართულებითაც, მიმდინარე პერიოდში ახორციელებს ,,სკოლამდელი სექტორის განვითარების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამას“, სამომავლოდ კი გეგმავს სკოლამდელი აღზრდის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა