განათლების ფაკულტეტი

,,სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა საბავშვო ბაღებისთვის“ - ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

სურათი

უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტრენინგის - ,,სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა საბავშვო ბაღებისთვის“ მონაწილე 397 აღმზრდელსა და 26 თავისუფალ მსმენელს სერტიფიკატები გადაეცა. მოკლევადიანი პროგრამა განათლების ფაკულტეტთან არსებულ პედაგოგთა დახელოვნებისა და პროფესიული გადამზადების ცენტრის მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე უნივერსიტეტის ბაზაზე სულ რეგიონის 700-მდე აღმზრდელი და თავისუფალი მსმენელია გადამზადებული. პროექტის მიზანია უწყვეტი განათლების პირველი რგოლის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე გამოცდილების გაზიარება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა