დამდეგ შობა-ახალ წელს მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტების გამოფენა. ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა სადღესასწაულო თემატიკაზე შექმნილი საკუთარი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს. გამოფენის გახსნას უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
უკან |