ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა ასისტენტ პროფესორ დარეჯან გელაძესთან ერთად, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები მოინახულეს. ახალგაზრდებმა პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, ამანათები გადასცეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
უკან |