2017 წლის 3-4 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში (CURE)“ კონსორციუმის IV ეროვნული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბსუ-დან შეხვერაში მონაწილეობა მიიღეს ნანა მაკარაძემ, მადონა მიქელაძემ და ნინო მიქელაძემ. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ამოქმედებიდან დღემდე განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შეჯამება და მომდევნო ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა. შეხვედრას ესწრებოდა პროექტის ფინანსური მენეჯერიც, რომელმაც შეაჯამა პროექტის ბიუჯეტის პირველის წლის ხარჯვითი ნაწილი და თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტს რეკომენდაციები მისცა მომდევნო წლის ბიუჯეტის განკარგვასთან დაკავშირებით.
უკან |