განათლების ფაკულტეტი

მრავლობითი დარღვევის მქონე უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა ადრეული ჩარევის სპეციალისტები მომზადდნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავლობითი დარღვევის მქონე უსინათლო და მცირემხედველ 7 წლამდე ასაკის ბავშვთა ადრეული ჩარევის სპეციალისტები მომზადდნენ. ტრენინგის ფარგლებში, ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დაწყებითი განათლებისა და  ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები და საჯარო სკოლების მასწავლებლები დაეუფლნენ ტექნიკას, რომელიც მრავლობითი დარღვევის მქონე მხედველობადაქვეითებულ ბავშვებთან მუშაობისას გამოადგებათ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებებიც: 7 წლამდე ასაკის ბენეფიციარებთან. 2018 წლის 26-30 მარტის პერიოდში კი ჩააბარეს გამოცდები გერმანელ ტრენერებთან.

ბსუ-ს ინიციატივითა და მარბურგის (გერმანია) უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის ,,ბლისტას’’ მხარდაჭერით უნივერსიტეტის ბაზაზე იგეგმება ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი უსინათლოთა და მხედველობადაქვეითებულთა კონსულტირების ცენტრის გახსნა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მარიანის“ და გერმანული ფონდი ‘’თბილისის უსინათლოთა სკოლის მეგობრების’’ მხარდაჭერით.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა