გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი გურამ ჩაგანავა
                            
                             12 იანვარი 2025 წელი
                            
გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი გურამ ჩაგანავა
ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერისა და მრავალი თაობის აღმზრდელის, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორის, გურამ ჩაგანავას გარდაცვალების გამო. დიდია ბატონი გურამის ღვაწლი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განვითარებაში, მის სახელს უკავშირდება  უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულების ჩამოყალიბება, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელება, დღესაც ფსიქოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნად სპეციალობას და ყოველწლიურად მაღალი კონკურენციის პირობებში კომპლექტდება.
 
სრულად