გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი გურამ ჩაგანავა
12 იანვარი 2025 წელი

გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი გურამ ჩაგანავა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერისა და მრავალი თაობის აღმზრდელის, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორის, გურამ ჩაგანავას გარდაცვალების გამო. დიდია ბატონი გურამის ღვაწლი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განვითარებაში, მის სახელს უკავშირდება უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულების ჩამოყალიბება, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელება, დღესაც ფსიქოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნად სპეციალობას და ყოველწლიურად მაღალი კონკურენციის პირობებში კომპლექტდება.
სრულად